Facebook Twitter

ბს-1648-1576(კ-09) 2 დეკემბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

გ. ილინას მდივნობით

განიხილა ამხანაგობა “...”ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2008 წლის 25 იანვარს ამხანაგობამ “...”მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე განხორციელებული გადასახადების დარიცხვის გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა “...”ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა “...”ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით ამხანაგობა “...”ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა “...”ის წარმომადგენელმა, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განჩინებით ამხანაგობა “...”ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა, რაც გაზიარებულ იქნა და შედეგად მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:

ამხანაგობა “...”, ერთის მხრივ და საქართველოს ფინანასთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი, მეორეს მხრივ, ხელს აწერენ მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

I წინაპირობები:

ამხანაგობა “...” ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹2845 “საგადასახადო მოთხოვნით” გადასახდელად დაეკისრა 1938591 (მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი. მთლიანი დარიცხული თანხიდან 243 520 (ორას ორმოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი წარმოადგენდა გადასახადის ძირითად თანხას, ხოლო 1695071 (მილიონ ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათას სამოცდათერთმეტი) ლარი ჯარიმის თანხას.

შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹7021 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის საჩივარი, კერძოდ დარიცხული ჯარიმის თანხა შემცირდა 964 513 (ცხრაას სამოცდაოთხი ათას ხუთას ცამეტი) ლარით.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 16 იანვრის ¹05-04/352 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის საჩივარი.

შესაბამისად, საბოლოოდ სასამართლო ინსტანციებში სადავო თანხამ შეადგინა სულ 974 078 (ცხრაას სამოცდათოთხმეტი ათას სამოცდათვრამეტი) ლარი, მ.შ. ძირითადი 243 520 (ორას ორმოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი, ჯარიმა 730 558 (შვიდასოცდაათი ათას ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის სასარჩელო განცხადება. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საქმის განხილვისას წამოიჭრა საკითხი მხარეებს შორის მორიგების გაფორმების თაობაზე.

II მორიგების პირობები

1. ამხანაგობა “...”

a) მორიგების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით უარს ამბობს სარჩელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 16 იანვრის ... გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ... ბრძანების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 აგვისტოს ... “საგადასახადო მოხოვნის” და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 აგვისტოს ... ბრძანების ბათილად ცნობას.

b) უარს ამბობს წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მითითებულ სარჩელზე სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე.

g) უარს ამბობს წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული აქტებით დარიცხული თანხების დაბრუნებაზე და მომავალში სადაოდ არ გახდის მათ კანონიერებას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი:

a) თანახმაა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 ივლისის კამერალური შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 აგვისტოს ... ბრძანებით ამხანაგობა “...ზე” დარიცხული თანხა შემცირდეს ძირითადი გადასახადის ნაწილში 60880 (სამოციათას რვაას ოთხმოცი) ლარით, ხოლო სანქციის ნაწილში 182 640 (ასოთხმოცდაორი ათას ექვსას ორმოცი) ლარით, სულ 243 520 (ორას ორმოცდასამიათას ხუთას ოცი) ლარით;

b) წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესამცირებელი თანხები აისახოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

3. მორიგების პირობების შესრულების ვადა

წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება განხორციელდეს სასამართლოს მიერ მორიგების აქტთან მიმართებაში სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების მიღებიდან არა უგვიანეს 60 დღის განმავლობაში.

4. სხვა პირობები

მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 ექზემპლიარად.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ამხანაგობა “...”ის თავმჯდომარის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, შემოსავლების სამსახურის უფროსის და თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის მიერ, მორიგების აქტზე დასმულია ამხანაგობა “...”ის და ადმინისტრაციული ორგანოების ბეჭდები, რაც ერთვის საქმეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ ამხანაგობა “...”ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ამხანაგობა “...”ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:

ამხანაგობა “...” ერთის მხრივ და საქართველოს ფინანასთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი, მეორეს მხრივ, ხელს აწერენ მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

I წინაპირობები:

ამხანაგობა “...”ს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 აგვისტოს ... “საგადასახადო მოთხოვნით” გადასახდელად დაეკისრა 1938591 (მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი. მთლიანი დარიცხული თანხიდან 243 520 (ორას ორმოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი წარმოადგენდა გადასახადის ძირითად თანხას, ხოლო 1695071 (მილიონ ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათას სამოცდათერთმეტი) ლარი ჯარიმის თანხას.

შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ¹7021 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ს საჩივარი, კერძოდ დარიცხული ჯარიმის თანხა შემცირდა 964 513 (ცხრაას სამოცდაოთხი ათას ხუთას ცამეტი) ლარით.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 16 იანვრის ... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის საჩივარი.

შესაბამისად, საბოლოოდ სასამართლო ინსტანციებში სადავო თანხამ შეადგინა სულ 974 078 (ცხრაას სამოცდათოთხმეტი ათას სამოცდათვრამეტი) ლარი, მ.შ. ძირითადი 243 520 (ორას ორმოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი, ჯარიმა 730 558 (შვიდასოცდაათი ათას ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის სასარჩელო განცხადება. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საქმის განხილვისას წამოიჭრა საკითხი მხარეებს შორის მორიგების გაფორმების თაობაზე.

II მორიგების პირობები

1. ამხანაგობა “...”:

a) მორიგების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით უარს ამბობს სარჩელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 16 იანვრის ... გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ... ბრძანების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 აგვისტოს ... “საგადასახადო მოხოვნის” და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 აგვისტოს ... ბრძანების ბათილად ცნობას.

b) უარს ამბობს წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მითითებულ სარჩელზე სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე.

g) უარს ამბობს წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული აქტებით დარიცხული თანხების დაბრუნებაზე და მომავალში სადაოდ არ გახდის მათ კანონიერებას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი:

a) თანახმაა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 ივლისის კამერალური შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 აგვისტოს .. ბრძანებით ამხანაგობა “...”ზე დარიცხული თანხა შემცირდეს ძირითადი გადასახადის ნაწილში 60880 (სამოციათას რვაას ოთხმოცი) ლარით, ხოლო სანქციის ნაწილში 182 640 (ასოთხმოცდაორი ათას ექვსას ორმოცი) ლარით, სულ 243 520 (ორას ორმოცდასამიათას ხუთას ოცი) ლარით;

b) წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესამცირებელი თანხები აისახოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

3. მორიგების პირობების შესრულების ვადა

წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება განხორციელდეს სასამართლოს მიერ მორიგების აქტთან მიმართებაში სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების მიღებიდან არა უგვიანეს 60 დღის განმავლობაში.

4. სხვა პირობები

მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 ექზემპლიარად.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ამხანაგობა “...”ის თავმჯდომარის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, შემოსავლების სამსახურის უფროსის და თბილისის რეგიონალური ცენტრის უფროსის მიერ, მორიგების აქტზე დასმულია ამხანაგობა “...”ის და ადმინისტრაციული ორგანოების ბეჭდები, რაც ერთვის საქმეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა საკასაციო სასამართლოში დაადასტურეს ნება მორიგების მიღწევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაზიარებულ იქნა დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ და დადასტურებულია მორიგების აქტზე მათი უფლებამოსილი თანამდებობის პირის სათანადო ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან, წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, არ იზღუდება ამხანაგობა “...”ის უფლებები, როგორც წარმოდგენილი მორიგების აქტით ირკვევა, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ ადმინისტრაციული ორგანო თანახმაა შეუმცირდეს ამხანაგობა “...”ს კამერალური შემოწმების შედეგად მასზე დარიცხული თანხა ძირითადი გადასახადის ნაწილში 60880 (სამოციათას რვაას ოთხმოცი) ლარით, ხოლო სანქციის ნაწილში 182 640 (ას ოთხმოცდაორი ათას ექვსას ორმოცი) ლარით, სულ 243 520 (ორას ორმოცდასამიათას ხუთას ოცი) ლარით, მოხდეს დარიცხული თანხის კორექტირება, რაც აისახება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის “დ" პუნქტის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამხანაგობა “...”ს წარმომადგენლის ქ. ქ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ამხანაგობა “...”ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. შესაბამისად, ამხანაგობა “...”ს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის ნახევარი _ 4000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ამხანაგობა “...”ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება; დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

ამხანაგობა “...”, ერთის მხრივ და საქართველოს ფინანასთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი, მეორეს მხრივ, ხელს აწერენ მორიგების აქტს შემდეგი პირობებით:

I წინაპირობები:

ამხანაგობა “..”ს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 აგვისტოს ... “საგადასახადო მოთხოვნით” გადასახდელად დაეკისრა 1938591 (მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი. მთლიანი დარიცხული თანხიდან 243 520 (ორას ორმოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი წარმოადგენდა გადასახადის ძირითად თანხას, ხოლო 1695071 (მილიონ ექვსას ოთხმოცდათხუთმეტი ათას სამოცდათერთმეტი) ლარი ჯარიმის თანხას.

შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ... ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის საჩივარი, კერძოდ დარიცხული ჯარიმის თანხა შემცირდა 964 513 (ცხრაას სამოცდაოთხი ათას ხუთას ცამეტი) ლარით.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 16 იანვრის ¹05-04/352 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “..”ის საჩივარი.

შესაბამისად, საბოლოოდ სასამართლო ინსტანციებში სადავო თანხამ შეადგინა სულ 974 078 (ცხრაას სამოცდათოთხმეტი ათას სამოცდათვრამეტი) ლარი, მ.შ. ძირითადი 243 520 (ორას ორმოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი, ჯარიმა 730 558 (შვიდასოცდაათი ათას ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...”ის სასარჩელო განცხადება. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 8 ივლისის განჩინებით. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საქმის განხილვისას წამოიჭრა საკითხი მხარეებს შორის მორიგების გაფორმების თაობაზე.

II მორიგების პირობები

1. ამხანაგობა “...”:

a) მორიგების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით უარს ამბობს სარჩელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც იგი ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 16 იანვრის ... გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 სექტემბრის ... ბრძანების, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 აგვისტოს ... “საგადასახადო მოხოვნის” და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 აგვისტოს ... ბრძანების ბათილად ცნობას.

b) უარს ამბობს წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში მითითებულ სარჩელზე სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე.

g) უარს ამბობს წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული აქტებით დარიცხული თანხების დაბრუნებაზე და მომავალში სადაოდ არ გახდის მათ კანონიერებას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი:

a) თანახმაა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 6 ივლისის კამერალური შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 2 აგვისტოს .. ბრძანებით ამხანაგობა “...”ზე დარიცხული თანხა შემცირდეს ძირითადი გადასახადის ნაწილში 60880 (სამოციათას რვაას ოთხმოცი) ლარით, ხოლო სანქციის ნაწილში 182 640 (ასოთხმოცდაორი ათას ექვსას ორმოცი) ლარით, სულ 243 520 (ორას ორმოცდასამიათას ხუთას ოცი) ლარით;

b) წინამდებარე პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესამცირებელი თანხები აისახოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

3. მორიგების პირობების შესრულების ვადა

წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება განხორციელდეს სასამართლოს მიერ მორიგების აქტთან მიმართებაში სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების მიღებიდან არა უგვიანეს 60 დღის განმავლობაში.

4. სხვა პირობები

მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 ექზემპლიარად.

შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო; მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია; ამხანაგობა “...”ს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარის ნახევარი _ 4000 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.