ბს-1655-1613(კ-10) 10 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ძის, დ. Gგ-ორის, მ. კ-ძის, ნ. Oო-ავას, ნ. Bბ-ძის, ნ. ტ-შვილის, ნ. დ-შვილის, ნ. მ-ძის, ა. F-ნის, მ. მ-ძის, ა. Fფ-ნის, ბ. ს-იას, თ. ნ-ძისა და ი. ფ-ნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. მ-ძემ, დ. გ-ორმა, მ. კ-ძემ, ნ. ო-ავამ, ნ. ბ-ძემ, ნ. ტ-შვილმა, ნ. დ-შვილმა, ნ. მ-ძემ, ა. ფ-იანმა, მ. მ-ძემ, ა. ფ-ნმა, ბ. ს-იამ, თ. ნ-ძემ, ს. გ-შვილმა, ნ. ჩ-ძემ, ე. ე-ძემ და ი. ფ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის ქალაქ თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის, დ. გ-ორის, მ. კ-ძის და სხვათა სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ძემ, დ. გ-ორმა, მ. კ-ძემ, ნ. ო-ავამ, ნ. ბ-ძემ, ნ. ტ-შვილმა, ნ. დ-შვილმა, ნ. მ-ძემ, ა. ფ-იანმა, მ. მ-ძემ, ა. ფ-იანმა, ბ. ს-იამ, თ. ნ-ძემ, ს. გ-შვილმა, ნ. ჩ-ძემ, ე. ე-ძემ და ი. ფ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის, დ. გ-ორის, მ. კ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-ძემ, დ. გ-ორმა, მ. კ-ძემ, ნ. ო-ავამ, ნ. ბ-ძემ, ნ. ტ-შვილმა, ნ. დ-შვილმა, ნ. მ-ძემ, ა. ფ-იანმა, მ. მ-ძემ, ა. ფ-იანმა, ბ. ს-იამ, თ. ნ-ძემ, ს. გ-შვილმა, ნ. ჩ-ძემ, ე. ე-ძემ და ი. ფ-იანმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ს. გ-შვილის, ნ. ჩ-ძის და ე. ე-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. Mმ-ძის, დ. G-ორის, მ. Kკ-ძის, ნ. Oო-ავას, ნ. Bბ-ძის, ნ. ტ-შვილის, ნ. დ-შვილის, ნ. მ-ძის, ა. Fფ-იანის, მ. Mმ-ძის, ა. Fფ-იანის, ბ. ს-იას, თ. Nნ-ძისა და ი. Fფ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. Mმ-ძის, დ. Gგ-ორის, მ. Kკ-ძის, ნ. ო-ავას, ნ. ბ-ძის, ნ. ტ-შვილის, ნ. დ-შვილის, ნ. მ-ძის, ა. Fფ-იანის, მ. Mმ-ძის, ა. Fფ-იანის, ბ. ს-იას, თ. Nნ-ძისა და ი. Fფ-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. Mმ-ძის, დ. Gგ-ორის, მ. Kგ-ძის, ნ. Oოავას, ნ. Bბ-ძის, ნ. ტ-შვილის, ნ. დ-შვილის, ნ. მ-ძის, ა. ფ-იანის, მ. Mმ-ძის, ა. ფ-იანის, ბ. ს-იას, თ. Nნ-ძისა და ი. Fფ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.