ბს-1658-1586 (კ-09) 15 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრების _ გ. გ-ძის, ც. ჯ-შვილისა და ჯ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრებმა გ. გ-ძემ და ნ. ჯ-შვილმა 2004 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს შრომითი კოლექტივის საპრივატიზებო ამხანაგობის სახელზე თბილისში, ...ის ქ. ¹6-ში მდებარე სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს ქონებაზე მიღება-ჩაბარების აქტის, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ნ. ჯ-შვილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ც. და ჯ. ჯ-შვილები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს შრომითი კოლექტივის საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრების: გ. გ-ძის, ც. ჯ-შვილისა და ჯ. ჯ-შვილის სარჩელი თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ და მოპასუხეს დაევალა თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართვლოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობასთან გაეფორმებინა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹6-ში მდებარე შენობაზე და გაეცა შრომითი კოლექტივის საპრივატიზაციო ამხანაგობის სახელზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, როგორც საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის ¹161 დადგენილებით ლიკვიდირებული ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლემ 2009 წლის 6 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო შეიცვალა უფლებამონაცვლით _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრთა გ. გ-ძის, ც. ჯ-შვილისა და ჯ. ჯ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინატანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრებმა გ. გ-ძემ, ც. ჯ-შვილმა და ჯ. ჯ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრებმა გ. გ-ძემ, ც. ჯ-შვილმა და ჯ. ჯ-შვილმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრების გ. გ-ძის, ც. ჯ-შვილისა და ჯ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრების გ. გ-ძის, ც. ჯ-შვილისა და ჯ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. გ-ძეს 2009 წლის 21 დეკემბერს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, ხოლო 2010 წლის 20 იანვარს გადახდილი აქვს 1329,90 (ერთი ათას სამას ოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 1629,90 (ერთი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის 70% _ 1140,93 (ერთი ათას ორმოცი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სპორტისა და ტურიზმის სამმართველოს საპრივატიზაციო ამხანაგობის წევრების გ. გ-ძის, ც. ჯ-შვილისა და ჯ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. გ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2009 წლის 21 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარისა და 2010 წლის 20 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1329,90 (ერთი ათას სამას ოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის, სულ _ 1629,90 (ერთი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის 70% _ 1140,93 (ერთი ათას ორმოცი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.