Facebook Twitter

ბს-1690-1646 (კ-10) 16 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 23 დეკემბერს დ. მ-ულმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ლ. მ-ურის, ნ. ჩ-ძის, ქ. თბილისის მიწის მართვის სამმართველოს, ქ. თბილისის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 7 მაისის ¹78 განკარგულების გაუქმებას, რომლითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული პავილიონი და რომლითაც ეთხოვა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ობიექტის ნ. ჩ-ძის სახელზე აღრიცხვა, ნ. ჩ-ძისა და ლ. მ-ურს შორის 2000 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას, ქ. თბილისის მერიასა და ლ. მ-ურს შორის 2001 წლის 10 ოქტომბერს დადებული მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულების, ასევე, საჯარო რეესტრში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ¹25206/2001 ჩანაწერის გაუქმებასა და ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹46-ში მდებარე საკუთრების საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციას.

2004 წლის 20 იანვარს ლ. მ-ურმა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე დ. მ-ულის მიმართ.

შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის (პავილიონის) გამოთხოვას, მისი საკუთრებით სარგებლობასა და ფლობის ხელშეშლის აღკვეთასა და მიყენებული ზიანის_1800 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

Dდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება მ. შ-შვილი, ხოლო ქ. თბილისის მერია ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.

Dდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება ტექაღრიცხვის სამსახური, ხოლო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.

Dდიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დ. მ-ულის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. მ-ურს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹44-46-ში დაკავებული საეზოვე ფართის განთავისუფლება; განთავისუფლებას დაექვემდებარა ასევე დ. მ-ულის და მ. შ-შვილის ნაკვეთის მხარეს სავაჭრო პავილიონით დაკავებული ფართი_11,75 მეტრ სიგრძეზე და 2,95 მეტრ სიღმეზე, სულ_34,66 კვ.მ. ფართი; ლ. მ-ურის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ურმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ივლისის და 2004 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ქ. თბილისის მთავრობა, ნ. ჩ-ძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლის განჩინებით ლ. მ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით დ. მ-მულის სასარჩელო მოთხოვნა 2003 წლის 30 ნოემბერს ლ. მ-ურსა და ნ. ჩ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბთილად ცნობის ნაწილში და ასევე ლერი მიდელაურის შეგებებული სარჩელი დ. მ-ულის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში ცალკე წარმოებად გამოეყო და ისინი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი დ. მ-ულის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საჯარო რეესტრში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ¹25206/2001 ჩანაწერის გაუქმებისა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹46-ში მდებარე საკუთრების მის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში, ხოლო დ. მ-ულის სარჩელი მოპასუხეების_ლ. მ-ურის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების: ნ. ჩ-ძის და მ. შ-შვილის მიმართ, ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 7 მაისის ¹78 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის საოქმო განჩინებით მოარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დ. მ-ულის სარჩელზე მოპასუხეების ლერი მიდელაურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ 2001 წლის 3 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დ. მ-ულის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1997 წლის 7 მაისის ¹78 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ძის პავილიონის ის ნაწილი, რომელიც აშენებული იყო დ. მ-ულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ურის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით ლ. მ-ურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ულმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ულის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, დ. მ-ულის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ დ. მ-ულის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დ. მ-ულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. მ-ულის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ულს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.