Facebook Twitter

ბს-1713-1669 (კ-10) 2 მარტი, 2011 წელი

B ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 9 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ო. თ-ძემ, ჯ. ბ-ძემ, ნ. ბ-ძემ, ნ. კ-ძემ და ნ. ჩ-ძემ მოპასუხის -სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მათთვის ... წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 4 ოქტომბრის ¹01-16/956 და 15 ოქტომბრის ¹01-16/1158, ¹01-1159, ¹01-16/1161 და ¹01-16/1162 წერილების ბათილად ცნობას, ასევე, მათი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2009 წლის 9 თებერვლის წერილის ბათილად ცნობას და სსიპ-შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალდებულებას მოსარჩელეებისათვის მიენიჭებინა ... წოდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ო. თ-ძისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009 წლის 15 ოქტომბრის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეებისათვის ... წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძის, ნ. კ-ძისა და ნ. ჩ-ძის მოთხოვნაზე, მათთვის ... წოდების მინიჭების თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება; ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძის, ნ. კ-ძისა და ნ. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. თ-ძემ, ჯ. ბ-ძემ, ნ. ბ-ძემ და ნ. კ-ძემ.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. თ-ძის, ჯ. ბ-ძის, ნ. ბ-ძისა და ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. თ-ძეს, ჯ. ბ-ძეს, ნ. ბ-ძესა და ნ. კ-ძეს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.