ბს-1740-1696 (კ-10) 16 მარტი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 05.02.10 წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ მ. კ-ავას მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის _ 19715,2 ლარის, პირგასამტეხლოს _ 5914,52 ლარისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 7276,39 ლარის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22.02.10 წ. განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 19715,2 ლარის, პირგასამტეხლოს _ 5914,56 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 7276,39 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 63,40 ლარის დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 11.03.10 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. კ-ავას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 17795,68 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 5338,70 ლარის, სულ 23134,38 ლარის გადახდა დაეკისრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარიმის თანხის ნაწილის _ 1919,52 ლარის, პირგასამტეხლოს თანხის ნაწილის _ 575,86 ლარის, ზიანის _ 7276,39 ლარისა და სანივთე ქონების ღირებულების _ 63,40 ლარის მ. კ-ავასათვის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი, უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.10 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 11.03.10 წ. გადაწყვეტილება სანივთე ქონების დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სანივთე ქონების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა. მ. კ-ავას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ სანივთე ქონების ღირებულების _ 63,40 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 11.03.10 წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.10 წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.