Facebook Twitter

ბს-1748-1704(კ-10) 10 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. გ-ძემ, ზ. ნ-ძემ, ა. გ-იამ და სხებმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის, ზ. ნ-ძის, ა. გ-იას და სხვათა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, შემდეგი ოდენობით: გ. გ-ძე _ 1161,06 ლარი, ზ. ნ-ძე _ 1452 ლარი, ა. გ-ია _ 1454 ლარი, რ. ო-ია _ 1356 ლარი, პ. დ-ძე _ 262 ლარი, ნ. ბ-ავა _ 333,96 ლარი, ვ. ფ-შვილი _ 1161,06 ლარი, დ. ღ-ძე _ 726 ლარი, თ. ტ-ძე _ 348,48 ლარი, ა. ო-შვილი _ 1132,04 ლარი, ნ. გ-შვილი _ 380,96 ლარი, ზ. ჩ-ელი _ 333,96 ლარი, პ. ე-უა _ 1155 ლარი, ნ. მ-ძე _ 1636 ლარი, მ. ხ-შვილი _ 306,08 ლარი, გ. მ-ძე _ 540,52 ლარი, თ. მ-შვილი _ 348,48 ლარი, ნ. ნ-შვილი _ 327,36 ლარი, თ. ჩ-ძე _ 726 ლარი, მ. დ-ძე _ 464 ლარი, გ. გ-ძე _ 407,52 ლარი, გ. გ-ძე _ 2110 ლარი, მ. ჯ-ძე _ 260 ლარი, მ. დ-შვილი _ 377,52 ლარი, გ. ა-შვილი _ 228,80 ლარი, დ. ბ-ელი _ 228,80 ლარი, შ. მ-ური _ 1016,04 ლარი, თ. ს-ძე _ 228,80 ლარი, მ. ნ-ძე _ 333,96 ლარი, გ. ქ-ძე _ 323,84 ლარი, ტ. ღ-შვილი _ 371,08 ლარი, ა. ბ-ძე _ 1486 ლარი, ზ. კ-ძე _ 333,96 ლარი, ნ. წ-ელი _ 333,96 ლარი, ნ. გ-ძე _ 366,08 ლარი, მ. ღ-ძე _ 337,92 ლარი, მ. გ-ძე _ 1161,06 ლარი, თ. ჩ-ძე _ 398,52 ლარი, თ. ხ-ძე _ 3194,04 ლარი, თ. გ-შვილის მემკვიდრე მ. კ-ძე _ 348,48 ლარი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე მოსარჩელელეებს ეთქვათ უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა გასასვლელი დახმარების ანაზღაურება, შემდეგი ოდენობით: გ. გ-ძე _ 704 ლარი, ზ. ნ-ძე _ 880 ლარი, ა. გ-ია _ 880 ლარი, რ. ო-ია _ 704 ლარი, ნ. ბ-ავა _ 202,40 ლარი, ვ. ფ-შვილი _ 704 ლარი, დ. ღ-ძე _ 440 ლარი, თ. ტ-ძე _ 211,20 ლარი, ა. ო-შვილი _ 616 ლარი, ნ. გ-შვილი _ 202,40 ლარი, ზ. ჩ-ელი _ 202,40 ლარი, თ. გ-შვილის მემკვიდრე მ. კ-ძე _ 211,20 ლარი, პ. ე-უა _ 700 ლარი, ნ. მ-ძე _ 880 ლარი, მ. ხ-შვილი _ 228,80 ლარი, გ. მ-ძე _ 228,80 ლარი, თ. მ-შვილი _ 211,20 ლარი, ნ. ნ-შვილი _ 211,20 ლარი, თ. ჩ-ძე _ 440 ლარი, მ. დ-ძე _ 260 ლარი, გ. გ-ძე _ 228,80 ლარი, გ. გ-ძე _ 700 ლარი, მ. ჯ-ძე _ 260 ლარი, მ. დ-შვილი _ 228,80 ლარი, გ. ა-შვილი _ 228,80 ლარი, დ. ბ-ელი _ 228,80 ლარი, შ. მ-ური _ 616 ლარი, თ. ს-ძე _ 228,80 ლარი, მ. ნ-ძე _ 202,40 ლარი, გ. ქ-ძე _ 202,40 ლარი, ტ. ღ-შვილი _ 228,80 ლარი, ა. ბ-ძე _ 880ლარი, ზ. კ-ძე _ 202,40 ლარი, ნ. წ-ელი _ 202,40 ლარი, ნ. გ-ძე _ 228,80 ლარი, მ. ღ-ძე _ 211,20 ლარი, მ. გ-ძე _ 704 ლარი, თ. ჩ-ძე _ 228,80 ლარი, თ. ხ-ძე _ 1936 ლარი, ხოლო სარჩელი წელთა ნამსახურობის დანამატისა და ერთი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.