ბს-1778-1733(კ-10) 16 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 21 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” მიმართ და მოითხოვა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” წარმომადგენელმა – ა. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” წარმომადგენელმა – ა. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორებსა და მათ წარმომადგენელს გაეგზავნათ 2010 წლის 29 დეკემბერს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” წარმომადგენელმა – ა. ბ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 4 იანვარს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელმა – ა. ბ-ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარა 2011 წლის 4 იანვარს, შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2011 წლის 14 იანვრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორების მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ,,მ. ლ-ძის”, ი/მ ,,ნ. ლ-ძის”, ი/მ ,,დ. ჟ-იანის”, ი/მ ,,ვ. თ-ძის”, ი/მ ,,ნ. ო-შვილის”, ი/მ ,,ლ. რ-ძის”, ი/მ ,,ფ. ჯ-ძის”, ი/მ ,,ბ. ჭ-შვილის”, ი/მ ,,კ. მ-ძის”, ი/მ ,,მ. მ-ძის”, ი/მ ,,ლ. ჯ-ძისა” და ი/მ ,,მ. გ-იას” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.