Facebook Twitter

¹ბს-1806-1761(კ-10) 21 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ძ-შვილი, წარმომადგენელი ი. რ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი ვ. ჯ-ვა; 2. თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები _ 1. რ. ა-ძე, წარმომადგენელი – მ. ლ-ძე; 2. ხ. შ-; 3. ა. ბ-შვილი, წარმომადგენელი – მ. ლ-ძე

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 10 სექტემბერს ა. ძ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს ¹174992 და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 აგვისტოს ¹164246 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ... I კვარტალის ¹1ა კორპუსში მდებარე კომერციულ ფართში უკანონოდ მოწყობილი ანტრესოლის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება შემდეგი საფუძვლით:

საქმის გარემოებები:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 აგვისტოს ¹164246 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ძ-შვილის განცხადება ქ. თბილისში, ... I კვარტალის ¹1ა კორპუსში მოსარჩელის კუთვნილ ფართში უკანონოდ რეგისტრირებული ანტრესოლის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. განცხადებასთან ერთად რეესტრის სამსახურს წარედგინა ქ. თბილისის მერის 2009 წლის 6 ივლისის ¹747 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ძ-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანება ქ. თბილისში, ... პირველი კვარტლის ¹1ა კორპუსში მოწყობილი ანტრესოლის დაკანონების შესახებ, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურს აღნიშნული ბრძანების შესახებ არ მიუთითებია გადაწყვეტილებაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს ¹174992 გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილის საჩივარი დარჩა განუხილველად.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის მოსაზრებით, სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს “საჯარი რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, რამდენადაც ურბანული დაგეგმარების სამსახურის ბრძანება, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდა ანტრესოლი, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის დღიდან. შესაბამისად, ბათილია მის საფუძველზე განხორციელებული სამართლებრივი შედეგები.

მოსარჩელის მითითებით, ანტრესოლის კერძო საკუთრების ობიექტად დარეგისტრირება დამოუკიდებლად უკანონოა, რამდენადაც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების თანახმად, ანტრესოლი არის ინტერიერის _ სამყოფის კონსტრუქცია, რომელიც ინტერიერის-სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართულად (იხ. ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ რ. ა-ძე და ხ. შ- (იხ. ს.ფ. 42-44).

ა. ძ-შვილის სარჩელი არ ცნო მოპასუხე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ არ არსებობს სარეგისტრაციო სამსახურის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ა. ძ-შვილს მართებულად ეთქვა უარი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან არ არსებობდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების რეგისტრაციის გაუქმების “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი (იხ. ს.ფ. 48-57).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც განხორციელდა 57,26კვ.მ ანტრესოლზე ა. ბ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; 57,26 კვ.მ ანტრესოლზე რ. ა-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის; უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე 31,81 კვ.მ და 25,45 კვ.მ ანტრესოლზე რ. ა-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 5 ივნისის; 31,81 კვ.მ ანტრესოლზე ხ. შ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და 25,45 კვ.მ ანტრესოლზე რ. ა-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებების არარად აღიარება (იხ. ს.ფ. 208-209).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა. ბ-შვილი (იხ. ს.ფ. 215).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სარჩელზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹882009127407-03, 2009 წლის 5 ივნისის ¹882009145568-07, 2009 წლის 19 ივნისის ¹882009171016-03 გადაწყვეტილებების არარად აღიარების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო (იხ. ს.ფ. 222-225).

საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ძ-შვილმა (იხ. ს.ფ. 241-244).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანებით დაკმაყოფილდა ა. ბ-შვილის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, მდებარე ა. ბ-შვილის საკუთრებაში არსებულ ფართში უნებართვოდ მოწყობილი ანტრესოლი. 2008 წლის 11 დეკემბერს 35 კვ.მ და 57.26 კვ.მ ანტრესოლზე დარეგისტრირდა ა. ბ-შვილის საკუთრების უფლება. ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 6 ივლისის ¹747 განკარგულებით დაკმაყოფილდა ა. ძ-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილს უარი ეთქვა ქ. თბილისში, მდებარე ანტრესოლზე რეგისტრირებული ა. ბ-შვილის საკუთრების უფლების გაუქმებაზე.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 7 მაისს რ. ა-ძემ ა. ბ-შვილისაგან 5000 ლარად შეიძინა ქ. თბილისში, მდებარე 57,26 კვ.მ ანტრესოლი. 2009 წლის 13 მაისს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ანტრესოლზე ა. ბ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და დარეგისტრირდა რ. ა-ძის საკუთრების უფლება. 2009 წლის 5 ივნისს უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე ანტრესოლის 31,81 კვ.მ-სა და 24,45 კვ.მ-ზე ცალ-ცალკე დარეგისტრირდა რ. ა-ძის საკუთრების უფლება. 2009 წლის 16 ივნისს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ანტრესოლის 31,81 კვ.მ-ზე რ. ა-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ხ. შ-ს საკუთრების უფლება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “თ”, “კ” ქვეპუნქტებით და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანება წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 დეკემბრის ¹882008361421 გადაწყვეტილება გამოიცა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით და გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ანტრესოლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2008 წლის 11 დეკემბერს მიღებულ იქნა უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე და რეგისტრაცია განხორციელდა კანონის სრული დაცვით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის მერიის 2006 წლის 6 ივლისის განკარგულებით ა. ბ-შვილის უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სადავო რეგისტრაციის არა ბათილად ცნობის, არამედ ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე უფლებები გადასულია მესამე პირებზე, შესაბამისად, სადავოდ გამხდარი სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები ძალადაკარგულია.

ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა რეგისტრაციის გაუქმების არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საქალაქო სასამართლომ “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 29-ე მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე, 80.4 მუხლებზე დაყრდნობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ასევე მიიჩნია კანონიერად (იხ. ს.ფ. 263-270).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ძ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მოახდინა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების მე-3 მუხლის, რომლის მიხედვით ანტრესოლის დარეგისტრირება დამოუკიდებლად კერძო საკუთრებად დაუშვებელია, ვინაიდან იგი არ შეიძლება იყოს ცალკე სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ანტრესოლის ლეგალიზება ბათილად არის ცნობილი, რის გამოც მას არ შეიძლება ჰყავდეს კანონიერი რეგისტრირებული მესაკუთრე (იხ. ს.ფ. 282-290).

ა. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ ა. ბ-შვილმა (იხ. ს.ფ. 309-315).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ა. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების არამართებულობაზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილება, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს უშუალოდ ანტრესოლის ლეგალიზების კანონიერების შემოწმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმის დადგენას ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა ადმინისტრაციულმა ორგანომ და ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოაცხადა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მერიის განკარგულებით ბათილად გამოცხადდა ა. ბ-შვილის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, იმ პერიოდისათვის, როდესაც უფლებადამდგენი დოკუმენტით განხორციელდა საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, აღნიშნული დოკუმენტის კანონიერების საკითხი სადავო არ იყო.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გამოცემით დაინტერესებულ მხარეს წარმოეშვა კანონიერი ნდობის უფლება და რომლის რეალიზებამ გამოიწვია სამართლებრივი შედეგის დადგომა, ამასთან, პირველადი რეგისტრაცია გარკვეული პირობების და სამართლებრივი საფუძვლების შეცვლის კვალდაკვალ ძალადაკარგულად გამოცხადდა, მას მოჰყვა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ახალი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, როგორც სუბიექტის, ასევე დარეგისტრირებული საგნის სუბიექტური უფლებების განსაზღვრის მხრივ. ამასთან, რ. ა-ძის საკუთრების უფლებად სადავო ანტრესოლის რეგისტრაციის საფუძველი _ 2009 წლის 7 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია ა. ძ-შვილს (იხ. ს.ფ. 331-339).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ა. ძ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 340-345).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ძ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26.3 მუხლით და არ გაითვალისწინა, რომ არსებობდა ფორმალური და მატერიალური საფუძველი სადავო აქტების ბათილად ცნობისათვის (იხ. ს.ფ. 354-360).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 396-400).

საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსი ¹1ა-ში არსებული უნებართვოდ მოწყობილი ანტრესოლი (მე-2 სართული). აღნიშნული ბრძანების თანახმად, 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში 57,26 კვ.მ ანტრესოლზე დარეგისტრირდა ა. ბ-შვილის საკუთრების უფლება. სადავო რეგისტრაცია გახორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტის კერძოდ, 2008 წლის 26 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანების საფუძველზე “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2009 წლის 27 ივლისს წარედგინა ¹152330 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსი ¹1ა-ში განთავსებული ანტრესოლზე რეგისტრირებული ა. ბ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 26 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹1ა კორპუსში განთავსებული უნებართვოდ მოწყობილი ანტრესოლი. აღნიშნული ბრძანების თანახმად 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში 57,26 კვ.მ ანტრესოლზე დარეგისტრირდა ა. ბ-შვილის საკუთრების უფლება. 2009 წლის 7 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 13 მაისს ¹882009127407-03 გადაწყვეტილებით 57,26 კვ.მ ანტრესოლზე დარეგისტრირდა რ. ა-ძის საკუთრების უფლება. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო ¹88200914568-07 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ანტრესოლი დაიყო ორ ნაწილად 31,81 კვ.მ და 25,45 კვ.მ, რომელზეც კვლავ რ. ა-ძის საკუთრების უფლება იქნა რეგისტრირებული. 2009 წლის 19 ივნისის ¹882009171016-03 გადაწყვეტილებით 2009 წლის 16 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 31,81 კვ.მ ანტრესოლზე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდა ხ. შ-ს საკუთრების უფლება.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსი ¹1ა-ში საკადასტრო კოდით ... ა. ბ-შვილის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მხოლოდ ა. ძ-შვილთან ერთად თანასაკუთრებაში არსებული 77 კვ.მ-დან 35 კვ.მ ფართზე, ხოლო ანტრესოლებიდან 25,45 კვ.მ ფართი რეგისტრირებულია რ. ა-ძის და 31,81 კვ.მ ფართი კი ხ. შ-ს საკუთრების უფლება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები განსაზღვრულია “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით. ა. ძ-შვილის მიერ განცხადების წარდგენის დროისათვის ა. ბ-შვილის საკუთრების უფლება ანტრესოლზე რეგისტრირებული არ იყო.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ვინაიდან ა. ძ-შვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით _ ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 6 ივლისის ¹747 განკარგულებით არ იკვეთებოდა ძალაში მყოფი რეგისტრაციების გაუქმების არცერთი საფუძველი, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი ა. ბ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სხვა პირზე უფლების გადასვლით ძალადაკარგულად იყო ცნობილი, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2009 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ა. ძ-შვილის ადმინისტრაციული საჩივარი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. 2009 წლის 19 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებობასთან.

მოწინააღმდეგე მხარემ არ გაიზიარა კასაციის მოტივები და მიუთითა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26.3 მუხლი არ ითვალისწინებს მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას. უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, 2009 წლის 13 მაისიდან საკუთრების უფლების რ. ა-ძეზე გადასვლით ძალადაკარგულად არის ცნობილი ა. ბ-შვილის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ზეპირი მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, საკასაციო საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც სსსკ-ის 393-ე 394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო სრულიად უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ანტრესოლის ცალკე უფლების ობიექტად დარეგისტრირების კანონიერებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილებასთან შესაბამისობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში არ იხილავდა უშუალოდ ანტრესოლის ლეგალიზების კანონიერების შემოწმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმის დადგენას ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს შეფასების საგანს, რამდენადაც ლეგალიზების კანონიერებაზე იმსჯელა ადმინისტრაციულმა ორგანომ და ბათილად ცნო იგი, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ა. ძ-შვილი აღძრული სარჩელით სადავოდ ხდის სწორედ ანტრესოლის რეგისტრაციას ა. ბ-შვილის სახელზე (ანტრესოლის გასხვისების შემდეგ განხორციელებული რეგისტრაციების არარად აღიარების ნაწილში სარჩელი არ იქნა დაშვებული). შესაბამისად, დავის საგანია სწორედ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ანტრესოლის რეგისტრაცია და სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და სათანადო სამართლებრივი შეფასება მოეხდინა სადავო ანტრესოლი 57,26 კვ.მ საკუთრების უფლებით ა. ბ-შვილის სახელზე დარეგისტრირდა როგორც ცალკე უფლების ობიექტი, თუ მთლიან ფართთან ერთად, რის შესაბამისად უნდა იმსჯელოს აპელანტის არგუმენტზე რეგისტრაციის საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილებასთან შესაბამისობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას უფლების დამდგენი დოკუმენტი – ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანება არ იყო ბათილად ცნობილი და ძალაში იყო, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 26-ე მუხლზე მითითება, რომლის თანახმად, ა. ბ-შვილის მიერ სადავო ფართის რ. ა-ძეზე გასხვისების შემდეგ ძალადაკარგულია 2008 წლის 11 დეკემბერს ფართის ა. ბ-შვილზე რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.7 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამავე კოდექსის 601.1 მუხლის შესაბამისად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მოზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს სადავო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობა არ ართმევდა უფლებას ბათილად ეცნო მის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია მხარის კანონიერი ინტერესის არსებობის პირობებში, რაც სახეზე იყო მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც ა. ბ-შვილის სახელზე სადავო ანტრესოლის რეგისტრაციის ბათილად ცნობა წარმოშობდა მისი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს, რაც გამოირიცხა რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის პირობებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 26-ე მუხლზე მითითება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებებზე, ასევე სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ, ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 23 ივნისის ¹ლეგ-2015 ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... მდებარე ა. ბ-შვილის საკუთრებაში არსებულ ფართში უნებართვოდ მოწყობილი ანტრესოლი, რაც საფუძვლად დაედო 2008 წლის 11 დეკემბერს ა. ბ-შვილის საკუთრებად ანტრესოლის რეგისტრაციას, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2009 წლის 6 ივლისის ¹747 განკარგულებით. აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი ჰქონდა აღძრული ა. ბ-შვილს. აღნიშნულ სარჩელზე გადაწყვეტილებები მიღებული აქვს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, როლებითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით უნდა მოიძიოს ინფორმაცია კანონიერ ძალაში შევიდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების გამოკვლევისა და დადგენის შედეგად უნდა იმსჯელოს სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საქმეზე დაადგინოს ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.