ბს-181-179(კ-11) 25 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა გ. კ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. კ-მ 25.11.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ ვაკე-საბურთალოს გამგეობის, მესამე პირის _ ჟ. თ-ის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების მე-2 პუნქტის, ჟ. თ-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობა და სადავო ბინის მის სახელზე პრივატიზების მოითხოვა. მანვე ჟ. თ-ის მიერ ბინაში შეჭრის დროინდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ... მ/რ. მე-18 კორპ. ბ. 10-ის დაყადაღებასა და მოპასუხისათვის სასამართლო ხარჯების დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.10 წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა გ. კ-ს შუამდგომლობა. მოსარჩელე _ გ. კ-ს სასარჩელო განცხადება ჟ. თ-ის მიერ ბინაში შეჭრის დროინდელ მდგომარეობაში ბინის მოყვანისა და გ. კ-ს სახელზე ბინის პრივატიზაციის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, თანახმად სსსკ-ს 831-ე მუხლისა. აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-მ, რომელმაც აღნიშნული საოქმო განჩინების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10 წ. განჩინებით გ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.10 წ. საოქმო განჩინება.
02.11.10 წ. გ. კ-მ წარადგინა განცხადება, რომლითაც მის კერძო საჩივარზე მიღებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10 წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.10 წ. განჩინებით გ. კ-ს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
20.12.10 წ. გ. კ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.10 წ. საოქმო განჩინებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10 წ. და 22.11.10 წ. განჩინებებზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც აღნიშნული განჩინებების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში გ. კ- ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.10 წ. საოქმო განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10 წ. და 22.11.10 წ. განჩინებების გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.03.10 წ. საოქმო განჩინების გასაჩივრება დაიშვებოდა კერძო საჩივრით, რაც განხორციელებულ იქნა გ. კ-ს მიერ. აღნიშნული განჩინების სხვა წესით, მით უმეტეს საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას საქართვერლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითავლისწინებს. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10 წ. და 22.11.10 წ. განჩინებებს, ისინი მიღებულია გ. კ-ს კერძო საჩივრის განხილვის შედეგად. სსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და მისი გასაჩივრება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია.
ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებასა და კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული განჩინებების გასაჩივრებას, რაც გამორიცხავს გ. კ-ს საკასაციო საჩივრის დაშვების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 417-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.