Facebook Twitter

ბს-1820-1775(კ-10) 25 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე _ ლ. გ-ის სარჩელის გამო ძველი თბილისის გამგეობის მიმართ, მესამე პირის – ხ. ბ-ის მონაწილეობით, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 14 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1820-1775(კ-10) ლ. გ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რამდენადაც კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გაადხდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განაცხადი არ შეესაბამებოდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს _ ლ. გ-ეს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე (იხ. ს.ფ. 81-84; ტ.II).

ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა ლ. გ-ემ, წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წლის 3 იანვარს გაცემული ¹05/1 ცნობა, რომლის თანახმად, ლ. გ-ე ღებულობს ასაკის გამო პენსიას 80 ლარის ოდენობით, სტაჟის დანამატს – 10 ლარს და როგორც მარტოხელა პენსიონერი საოჯახო დახმარებას _ 22 ლარს, კასატორმა ასევე წარმოადგინა საკასაციო საჩივრის ასლი (იხ. ს.ფ. 92-101; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით კასატორმა წარმოადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2011 წლის 3 იანვარს გაცემული ¹05/1 ცნობა, რომლის თანახმად, ლ. გაბადაძე ღებულობს ასაკის გამო პენსიას 80 ლარის ოდენობით, სტაჟის დანამატს – 10 ლარს და როგორც მარტოხელა პენსიონერი საოჯახო დახმარებას _ 22 ლარს. აღნიშნული ცნობით არ ადასტურებს სსსკ-ის 46.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველის არსებობის ფაქტს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ კასატორი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ კასატორი არის მარტოხელა პენსიონერი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების სსსკ-ის 46.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. გარდა აღნიშნულისა, კასატორმა წარმოადგინა იგივე საკასაციო საჩივრის ასლი და არ წარმოუდგენია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად ჩამოყალიბებული კასაციის განაცხადის მითითებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის – ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.