ბს-1829-1783 (კ-10) 9 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ქ-ძემ მოპასუხის -საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა “სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გ. ქ-ძისათვის ატესტაციის ჩატარების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 25 ივნისის ¹2-146 ბრძანების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2009 წლის 7 ივლისის ¹15 სხდომის ოქმის, “გ. ქ-ძის გაფრთხილების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 17 ივლისის ¹2-162 ბრძანებისა და “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2009 წლის 7 ივლისს ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე გ. ქ-ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 25 აგვისტოს ¹116-კ ბრძანების ბათილად ცნობას; მოსარჩელე ასევე ითხოვდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას სამსახურიდან მისი განთავისუფლების ბრძანების გამოცემის დღიდან (2008 წლის 2 ივნისიდან) ახალი აქტის გამოცემამდე (სამსახურში აღდგენამდე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ გ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ქ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით გ. ქ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე გ. ქ-ძეს სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების; “სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გ. ქ-ძისათვის ატესტაციის ჩატარების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 25 ივნისის ¹2-146 ბრძანების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2009 წლის 7 ივლისის ¹15 სხდომის ოქმის, “გ. ქ-ძის გაფრთხილების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 17 ივლისის ¹2-162 ბრძანებისა და “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2009 წლის 7 ივლისს ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე გ. ქ-ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 25 აგვისტოს ¹116-კ ბრძანების ბათილად ცნობის; სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ეთქვა უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ძემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.