¹ბს-1851-1805 (კ-10) 20 აპრილი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20.04.10 წ. გ. ფ-ა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიმართ, რომლითაც 18.03.2010წ. ¹01/12-09-5096 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, არაზუსტი და არასარწმუნო, დაუდგენელ სამართლებრივ საფუძველზე და დაუდგენელი პირის მოთხოვნით შედგენილი დაბადების ¹2552 სააქტო ჩანაწერის განადგურება, ასევე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მყოფი და სახელმწიფოს მიერ აღიარებული გ. ფ-ის დაბადების ახალი სააქტო ჩანაწერის შედგენა მოითხოვა.
18.05.10 წ. განცხადებით მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.10 წ. გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 18.03.2010წ. ¹01/12-09-5096 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს – არსებული დოკუმენტაციის შესაბამისი სააქტო ჩანაწერის შედგენაზე, ბათილად ცნობილი აქტის მოქმედება შეწყდა მისი ძალაში შესვლის დღიდან, მოპასუხეს დაევალა - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არსებულ, გ. ფ-ის დაბადების 1990 წლის 2 ნოემბრის ¹2552 სააქტო ჩანაწერში შევიდოდა შესწორება იმგვარად, რომ გ. ფ-ის დაბადების ადგილად მითითებული იქნებოდა თურქეთი, ქალაქი ....... აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.10 წ. გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.10 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო მოთხოვნების დარღვევით საქმის განხილვის შესახებ. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება სააგენტოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის დროს სააპელაციო მოთხოვნის შეცვლის შესახებ. პირველი ინსტანციის მიერ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გამო აპელანტმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ სააგენტოს 18.03.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.07.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების მიუხედავად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა, ამასთანავე, სააგენტოს 18.03.10წ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა განუყრელად უკავშირდება 30.07.10წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოპასუხეს დაევალა სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანა. აღნიშნულის გამო მოხდა სააპელაციო მოთხოვნის არა გაზრდა, არამედ დაზუსტება (ტ.1, ს.ფ. 172). ამდენად, კასატორის მითითება საქმის პროცესუალური კანონმდებლობის უხეში დარღვევის შესახებ დაუსაბუთებელია, არ არსებობს სასკ-ის 34-ე მუხლის «გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთავარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ დასტურდება 02.11.90წ. შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერის სიყალბე, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმატიული აქტების (საქართველოს სსრ საოჯახო და საქორწინო კოდექსის და 1990 წლის 02 ნოემბრისათვის მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 09.03.1971წ. ¹133 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს სსრ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციის, «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის გამოყენებული ნორმების) არასწორი გამოყენების, 02.11.90წ. სააქტო ჩანაწერში დაბადების ადგილის მითითების უკანონობის შესახებ. კასატორის მოსაზრება დაბადების ადგილის შესახებ და სადავო სააქტო ჩანაწერში არსებული მითითების შეუსაბამობის შესახებ არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და არ უარყოფს სააპელაციო პალატის მიერ მოყვანილ არგუმენტაციას, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში, როგორც ბავშვის დაბადების ადგილას, ასევე მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (საქორწინო და საოჯახო კოდექსის 168-ე მუხლი, მინისტრთა საბჭოს 09.03.1971 წ. ¹133 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს სსრ რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ» ინსტრუქციის მე-11 პუნქტი). კასატორის პრეტენზია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ვერ იქნება გაზიარებული სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამასთანავე კასატორს არ აქვს წარმოდგენილი ამ მიმართებით დასაბუთებული პრეტენზია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ფ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ. ფ-ს (საიდენტიფიკაციო ¹01030032926) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.