¹ბს-1873-1826(კ-10) 7 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 2 ნოემბერს ბ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 26 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹379 ოქმის, 2010 წლის 12 იანვრის ¹....... საკუთრების უფლების მოწმობისა და ქ. ქუთაისში ........ ¹38-ში მდებარე 414.29 კვ.მ ფართის პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ¹2006 წლის 22 ნოებრის ¹1-1/1340 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ქ. ქუთაისში ....... ¹38-ში მდებარე 116 კვ.მ ფართის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება, სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობა და მისი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 414.87 კვ.მ ფართიდან ამორიცხვა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ლ-ი”.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება. ბ. კ-ის სარჩელზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 26 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹379 ოქმის, 2010 წლის 12 იანვრის ¹...... საკუთრების უფლების მოწმობისა და ქ. ქუთაისში ...... ¹38-ში მდებარე 414.29 კვ.მ ფართის პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ¹2006 წლის 22 ნოებრის ¹1-1/1340 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება; ბ. კ-ის სარჩელზე ქ. ქუთაისში ....... გამზ. ¹38-ში მდებარე 116 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრში სათანადო რეგისტრაციით მესაკუთრედ ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ. კ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2 552.40 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ბ. კ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 2 552.40 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა მიჩნეულ იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი _ ბ. კ-ე აღნიშნულ ნაწილში ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. კ-ის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, აღნიშნულ ნაწილში ბ. კ-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს ბ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე სახელმწიფო ბაჟის _ 2 552.40 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 2 552.40 ლარის დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბ. კ-ის შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა, რის გამოც ბ. კ-ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების _ 67 560 ლარის 5 პროცენტს _ 3378 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ სრულად არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი (3378 ლარის 30 პროცენტი _ 1013.4 ლარი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ბ. კ-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, მას მოცემულ დავასთან დაკავშირებით დამატებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 713.4 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილი
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 2 552.40 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნოს მხარეთა დასწრების გარეშე;
3. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;
4. ბ. კ-ის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს;
5. ბ. კ-ეს დაეკისროს მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი _ 713.4 ლარის ოდენობით;
6. მოწინააღმდეგე მხარეს დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.