Facebook Twitter
¹ბს-1875-1828(კ-10) 20 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის, თ. ჯ-ის, გ. ზ-ის უფლებამონაცვლის ს. ზ-ის, ნ. თ-ის, უ. ლ-ის, ვ. ს-ას, ბ. ხ-ას, თ. ვ-ის, ა. ს-ას, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას, მ. მ-ის, ე. ბ-ას, გ. მ-ას, მ. ი-ის და გ. შ-ას წარმომადგენლის ი. წ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. მ-მა, გ. მ-მა, ნ. დ-ემ, ზ. ბ-ემ, მ. ჩ-ემ, თ. ჯ-მა, გ. ზ-ემ, ნ. თ-ემ, უ. ლ-ემ, ვ. ს-ამ, ბ. ხ-ამ, თ. ვ-ემ, ა. ს-ამ, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ, მ. ი-ემ, გ. მ-ამ, მ. მ-მა, ე. ბ-ამ და გ. შ-ამ 17.08.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – შპს ,,....” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელეებმა შ.პ.ს ,,....” მათი ხელფასიდან 2004-2006 წლებში არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისთვის კორექტირებული დეკლარაციის წარდგენის დავალება მოითხოვეს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისთვის კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე მათთვის დაქვითული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ქუთაისის რეგიონალური ცენტრი ჩაებნენ. ამავე განჩინებით სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.01.10წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ა. მ-ის, გ. მ-ის, ნ. დ-ის, ზ. ბ-ის, მ. ი-ის და სხვათა სარჩელისა გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.10წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.01.10წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.07.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შ.პ.ს ,,.....” დაევალა 2004-2006 წლის პირველ აგვისტომდე გ. მ-ის, ნ. დ-ის, ზ. ბ-ის, მ. ჩ-ის ხელფასიდან არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილგადამხდელთა ინსპექციისთვის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილგადამხდელთა ინსპექციას დაევალა კორექტირებული დეკლარაციის საფუძველზე დაქვითული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხის შ.პ.ს ....” დაბრუნება, რომელიც უზრუნველყოფდა მოსარჩელეებზე აღნიშნული თანხის ანაზღაურებას, ა. მ-ის, თ. ჯ-ის, გ. ზ-ის, ნ. თ-ის, უ. ლ-ის, ვ. ს-ას, ბ. ხ-ას, თ. ვ-ის, ა. ს-ას, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას, მ. მ-ის, ე. ბ-ას, გ. მ-ას, მ. ი-ის და გ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა, თ. ჯ-მა, გ. ზ-ემ, ნ. თ-ემ, უ. ლ-ემ, ვ. ს-ამ, ბ. ხ-ამ, თ. ვ-ემ, ა. ს-ამ, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ, მ. ი-ემ, გ. მ-ამ, მ. მ-მა, ე. ბ-ამ და გ. შ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.07.10წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა, თ. ჯ-მა, გ. ზ-ემ, ნ. თ-ემ, უ. ლ-ემ, ვ. ს-ამ, ბ. ხ-ამ, თ. ვ-ემ, ა. ს-ამ, ნ. ქ-ამ, გ. ბ-ამ, მ. ი-ემ, გ. მ-ამ, მ. მ-მა, ე. ბ-ამ და გ. შ-ამ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის, თ. ჯ-ის, გ. ზ-ის უ-ის ს. ზ-ის, ნ. თ-ის, უ. ლ-ის, ვ. ს-ას, ბ. ხ-ას, თ. ვ-ის, ა. ს-ას, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას, მ. მ-ის, ე. ბ-ას, გ. მ-ას, მ. ი-ის და გ. შ-ას წარმომადგენლის ი. წ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. ზ-ეს, უ. ლ-ეს, თ. ჯ-ს, ნ. თ-ესა და ა. მ-ს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც შეღავათის გავრცელების სავალდებულო პირობას წარმოადგენს, შპს ,,....” არ წარუდგენიათ. ამ მიმართებით არ წარმოდგენილა დასაბუთებული პრეტენზია. რაც შეეხება დანარჩენ კასატორებს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების მისაღებად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.11წ. განჩინება საქმე ¹ბს-1132-1100(კ-10)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-ის, თ. ჯ-ის, გ. ზ-ის უფლებამონაცვლის ს. ზ-ის, ნ. თ-ის, უ. ლ-ის, ვ. ს-ას, ბ. ხ-ას, თ. ვ-ის, ა. ს-ას, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას, მ. მ-ის, ე. ბ-ას, გ. მ-ას, მ. ი-ის და გ. შ-ას წარმომადგენლის ი. წ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის, თ. ჯ-ის, გ. ზ-ის უფლებამონაცვლის ს. ზ-ის, ნ. თ-ის, უ. ლ-ის, ვ. ს-ას, ბ. ხ-ას, თ. ვ-ის, ა. ს-ას, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას, მ. მ-ის, ე. ბ-ას, გ. მ-ას, მ. ი-ის და გ. შ-ას წარმომადგენლის ი. წ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.11.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.