Facebook Twitter

ბს-1898-1851 (კ-10) 23 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ლ. ღ-ძემ მოპასუხის–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ.

მოსარჩელე განცხადებით ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 იანვრის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა ლ. ღ-ძის განცხადება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ლ. ღ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1566, 49 ლარის გადახდა.

2010 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შესაგებლით (პროტესტით) მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 იანვრის გადახდის ბრძანება და მოთხოვნა განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ლ. ღ-ძის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მოსარჩელე ლ. ღ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების, კერძოდ; 2003 წლის ნოემბრის ხელფასის თანამდებობრივი სარგოს -117, 98 ლარის, წოდების- 10,30 ლარის, წელთა ნამსახურების-19,24 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს-ლ. ღ-ძეს საქართველოს შს სამინისტროს აკადემიის მიმართ 1998 წლის პრემიის-134, 99 ლარის, 1999 წლის პრემიის -88, 02 ლარის, 2000 წლის პრემიის- 176,04 ლარის, 2000 წლის მატერიალური დახმარების- 100, 02 ლარისა და 2003 წლის ნოემბრის თვის კვების კომპენსაციის-59,00 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; მოსარჩელე ლ. ღ-ძეს ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შსს აკადემიამ და ლ. ღ-ძემ.

Aაპელანტი საქართველოს შსს აკადემია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

Aაპელანტი ლ. ღ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შს აკადემიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება 1998 წლის პრემიის -134, 99 ლარის, 1999 წლის პრემიის- 88, 02 ლარის, 2000 წლის პრემიის- 176, 04 ლარის, 2000 წლის მატერიალური დახმარების-100, 02 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და 2003 წლის წელთა ნამსახურების-19,24 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ღ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შს სამინისტროს აკადემიას ლ. ღ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის პრემიის_134,99 ლარის, 1999 წლის პრემიის_88,02 ლარის, 2000 წლის პრემიის 176,04 ლარის, 2000 წლის მატერიალური დახმარების_100, 02 ლარის, სულ -499, 07 ლარის გადახდა; ლ. ღ-ძის სასარჩელო მოთხოვნას 2003 წლის ნოემბრის თვის კვების კომპენსაციის_59,00 ლარის, წელთა ნამსახურების-19, 24 ლარისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ღ-ძის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.