ბს-1909-1862(კ-10) 5 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპეტრატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, მოსარჩელეები _ ხაშურის ¹... ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები _ ც. გ-ი, ნ. ტ-ი, ც. გ-ი, თ. რ-ე, დ. კ-ე, ე. ლ-ე, ზ. მ-ი, გ. მ-ე, ზ. ტ-ე.
2005 წლის 28 აპრილს ხაშურის ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებმა _ რ. ლ-ძემ, ნ. გ-შვილმა, ც. გ-მა და სხვებმა (სულ 25 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ქ. ხაშურის საკრებულოს მიმართ და მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის 156 630 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ ქ. ხაშურის საკრებულო შეიცვალა სათანადო მოპასუხით ქალაქ ხაშურის თვითმმართველი ერთეულით, ხოლო ამავე სასამართლოს 2005 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იქნა ჩაბმული.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეებისათვის კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება დაევალა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილს საოქმო განჩინებით საქმეზე ხაშურის ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო ხაშურის თვითმმართველი ერთეულის უფლებამონაცვლედ _ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია ჩაება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ყ. ლ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების _ მ. მ-ის, რ. ლ-ის, მ. ხ-ის, ლ. დ-ის, ბ. ჯ-ძის, ფ. ხ-ის, დ. თ-ის და ლ. ა-ის სარჩელი დარჩა განუხილველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხაშურის ¹... ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების _ რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, ც. გ-ის, ნ. ტ-ის, ც. გ-ის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, თ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ლ-ის, ლ. გ-ის, ზ. მ-ის, გ. მ-ის, ზ. ლ-ის, ე. ნ-ის (ბ. ნ-ის უფლებამონაცვლე) და ზ. ტ-ის სარჩელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, მესამე პირი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით გამოწვეული დავალიანების დაფარვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ლ-ძემ, ნ. გ-შვილმა, დ. ფ-შვილმა, ზ. მ-ემ, ლ. გ-მა და ზ. ლ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ემაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ლ-ძემ, ნ. გ-შვილმა, დ. ფ-შვილმა, ზ. მ-ემ, ლ. გ-მა და ზ. ლ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. მხარისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება წარმომადგენლისათვის გაგზავნილად, ხოლო წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ლ-ის წარმომადგენელს _ ზ. ბა-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა _ 2010 წლის 29 ოქტომბერს (III ტ., ს.ფ. 106), საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 30 ნოემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად 2010 წლის 29 ნოემბერს (ორშაბათს), ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ლ-ის წარმომადგენელმა _ ზ. ბ-ემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს რ. ლ-ძის, ნ. გ-შვილის, დ. ფ-შვილის, ზ. მ-ის, ლ. გ-ისა და ზ. ლ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.