ბს-1914-1867 (2კ-10) 24 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის; მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის და ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 ნოემბერს ნ. გ-ძემ, რ. გ-ძემ, ი. მ-შვილმა, ა. ღ-ძემ, რ. შ-ძემ, ზ. ხ-ძემ, ზ. ბ-ძემ და ნ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, შპს “...” ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის ელექტრომომარაგების დისტანციის მიმართ.
მოსარჩელეებმა “...” ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის ელექტრომომარაგების დისტანციისათვის ნ. გ-ძის სასარგებლოდ - 703.69 ლარის, რ. გ-ძის სასარგებლოდ – 711.89 ლარის, ი. მ-შვილის სასარგებლოდ – 582.87 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ – 617.64 ლარის, რ. შ-ძის სასარგებლოდ – 1280.12 ლარის, ზ. ხ-ძის სასარგებლოდ – 1193.77 ლარის, ზ. ბ-ძის სასარგებლოდ – 1303.38 ლარის და ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 538.25 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს “...” ელექტრომომარაგების სამმართველოს ხაშურის ელექტრომომარაგების დისტანციას ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო თანხების 50%-ის, კერძოდ, ნ. გ-ძის სასარგებლოდ – 703.69 ლარის, რ. გ-ძის სასარგებლოდ – 711.89 ლარის, ი. მ-შვილის სასარგებლოდ – 582.87 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ – 617.64 ლარის, ხოლო საშემოსავლო თანხების 100%-ის რ. შ-ძის სასარგებლოდ – 1280.12 ლარის, ზ. ხ-ძის სასარგებლოდ – 1193.77 ლარის, ზ. ბ-ძის სასარგებლოდ – 1303.38 ლარის და ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 538.25 ლარის უკან დაბრუნება დაეკისრა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განხილვისათვის საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება; ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სარჩელი ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე შპს “...” სათანადო მოპასუხით – მსხვილ გადამხდელთა ინსპექციით შეიცვალა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად შპს “...” ჩაება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სარჩელი, მოპასუხე მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის (მესამე პირი – შპს “...”) მიმართ ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების შესახებ, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ (მესამე პირი – შპს “...”) ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზანაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საქართველოს უზანაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეტა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით გორის საგადასახადო ინსპექციით.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 76.05 ლარის, ზ. ხ-ძის სასარგებლოდ – 232.76 ლარის, ზ. ბ-ძის სასარგებლოდ – 238.59 ლარის, რ. შ-ძის სასარგებლოდ – 188.59 ლარის, ნ. გ-ძის სასარგებლოდ – 161.21 ლარის, რ. გ-ძის სასარგებლოდ – 93.62 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ – 123.65 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელეთა მოთხოვნა 2003 წლიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით მათთვის დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მთლიანად დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ძემ, რ. გ-ძემ, ი. მ-შვილმა, ა. ღ-ძემ, რ. შ-ძემ, ზ. ხ-ძემ, ზ. ბ-ძემ და ნ. ბ-შვილმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით. ამავე საოქმო განჩინებით გორის საგადასახადო ინსპექცია საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 76.05 ლარის, ზ. ხ-ძის სასარგებლოდ – 232.76 ლარის, ზ. ბ-ძის სასარგებლოდ – 238.59 ლარის, რომულ შველიძის სასარგებლოდ – 188.59 ლარის, ნ. გ-ძის სასარგებლოდ – 161.21 ლარის, იური მჭელიშვილის სასარგებლოდ – 93.62 ლარის, რ. გ-ძის სასარგებლოდ _ 169.31 ლარის, ა. ღ-ძის სასარგებლოდ – 123.65 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ძემ, რ. გ-ძემ, ი. მ-შვილმა, ა. ღ-ძემ, რ. შ-ძემ, ზ. ხ-ძემ, ზ. ბ-ძემ და ნ. ბ-შვილმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის; მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის და ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ შემოსავლების სამსახურის; მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის და ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის; მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის და ნ. გ-ძის, რ. გ-ძის, ი. მ-შვილის, ა. ღ-ძის, რ. შ-ძის, ზ. ხ-ძის, ზ. ბ-ძის და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.