Facebook Twitter

¹ბს-1920-1873(კ-10) 20 აპრილი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

25.08.09 წ. ს. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. 14.09.09 წ. განცხადებით ს. ჩ-მა მეორე მოპასუხედ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური და დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ ქ. თბილისში, ..... სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე მ. ჩ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე 05.08.09 წ. გამართული მეორე იძულებითი საჯარო აუქციონის ოქმისა და 07.08.09 წ. განკარგულებისა და ამავე ქონებაზე საჯარო რეესტრის 14.08.09 წ. სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.09 წ საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ი. პ-ა და გ. ფ-ე. ამავე განჩინებით ხსნებული კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ _ სს «....», ა. ქ-ი, თ. ბ-ი, ნ. ზ-ი, გ. გ-ი, ნ. ი-ი, დ. ე-ი, მ. დ-ა, მ. რ-ი, გ. გ-ე, ლ. გ-ე, ვ. ი-ე, ე. ს-ი. ამავე სასამართლოს 01.12.09 წ. განჩინებით სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირის _ ნ. ზ-ის ნაცვლად საქმეში დაშვებული იქნა მისი უფლებამონაცვლეები თ. და ტ. ზ-ები. ამავე სასამართლოს 01.12.09 საოქმო განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ასევე ჩაბმული იქნა მ. ჩ-ნი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.09 წ. გადაწყვტილებით ს. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ჩ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.10 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.09 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.10 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ჩ-მა, რომელმაც ქ. თბილისში, .... სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე მ. ჩ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე 05.08.09 წ. გამართული მეორე იძულებითი საჯარო აუქციონის ოქმისა და 07.08.09 წ. განკარგულების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ჩ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ს. ჩ-ს (საიდენტიფიკაციო ¹55001003348) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.