Facebook Twitter
ბს-209-201 (კ-10) 02 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. კ-ძისა და სხვების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. კ-ძემ, მ. კ-ძემ და სხვებმა (სულ 94 პირმა) 16.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელეებმა ხელფასიდან არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.09წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა შპს “...”. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.08.09წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად მოპასუხედ მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ამავე კოლეგიის 17.08.09წ. საოქმო განჩინებით რ. კ-ძის, მ. კ-ძისა და სხვათა სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.09.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა რ. კ-ძის, მ. კ-ძისა და სხვათა (სულ 94 მოსარჩელე) წარმომადგენლის ი. წ-აიას სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს “...” დაევალა მოახდინოს 2003 წლიდან 2007 წლამდე არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციაში: რ. კ-ძის, ნ. კ-იას, ე. გ-ავას, გ. ა-შვილის, ა. ჩ-ძის, დ. ფ-აიას, მ. გ-ას, გ. გ-იას, კ. ბ-ევის, მ. კ-იას, ლ. ს-იას, დ. ნ-ძის, რ. ზ-ძის, ჯ. კ-ძის, ჯ. გ-ძის, ს. შ-ძის, ვ. ლ-უას, თ. კ-ძის, დ. ყ-შვილის, მ. კ-ძის მიმართ; შპს “...” დაევალა მოახდინოს 2003 წლიდან 2006 წლამდე არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციაში: ა. გ-აიას, ი. უ-ძის, ვ. დ-ძის, ა. გ-ავას, გ. ს-ძის, ზ. ხ-ძის, ა. მ-შვილის, თ. თ-ძის, ა. ნ-იას, ზ. მ-შვილის, გ. ლ-ავას, გ. ნ-ძის, ი. კ-ძის, ო. მ-შვილის, გ. ჯ-შვილის, ზ. ჭ-ელის, ჯ. ლ-იანის, ბ. გ-ძის, ბ. ს-ძის, ვ. კ-ძის, თ. ზ-ძის, ვ. ძ-ძის, თ. ო-ძის, მ. კ-ძის, გ. ო-ძის, ა. შ-ძის, ო. ნ-შვილის, ს. ვ-ძის, გ. გ-ავას, პ. გ-იას, ჯ. გ-იას, ე. ყ-ავას, რ. ქ-ავას, დ. კ-ძის, გ. ქ-იას, მ. პ-აიას, თ. ზ-აიას, თ. კ-იას, ჯ. ვ-ავას, მ. გ-ძის, გ. მ-ძის, ბ. მ-ავას, ნ. ბ-ძის, გ. ყ-აიას, გ. ს-ძის, გ. ყ-იას, დ. შ-იას, ა. ჩ-ძეს, დ. გ-უას, ზ. ა-შვილის, ა. მ-ძის, კ. თ-ძის, ჯ. ჭ-ელის, ბ. ი-ძის, თ. კ-ძის, თ. ქ-შვილის, პ. ს-ძის, კ. წ-შვილის, ვ. ჯ-ძის, ო. თ-იას, ი. შ-იას, გ. გ-ძის, ა. ბ-ძის, ო. ჯ-უას, ა. რ-ძის, ო. შ-ძის, შ. შ-ძის, გ. ფ-ძის, გ. რ-ოვის, ნ. შ-ძის, ბ. პ-ავას, ჟ. ნ-იას, დ. მ-ძის და დ. დ-შვილის მიმართ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აგენტის (შპს “...”) დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მოსარჩელეთა სასარგებლოდ (სულ 94 მოსარჩელე) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება შემდეგი ოდენობით: რ. კ-ძე-1987,14 ლარი, ნ. კ-ია-2072,03 ლარი, ე. გ-ავა-1946,08 ლარი, გ. ა-შვილი-2022.66 ლარი, ა. ჩ-ძე-2056,37 ლარი, დ. ფ-აია-1910,08 ლარი, მ. გ-ა-2017,69 ლარი, გ. გ-ია-2113,15 ლარი, კ. ბ-ევი-2116,44 ლარი, მ. კ-ია-2148,58 ლარი, ლ. ს-ია-2024,61 ლარი, დ. ნ-ძე-1941,51 ლარი, რ. ზ-ძე-1996,42 ლარი, ჯ. კ-ძე-2069 ლარი, ჯ. კ-ძის, ჯ. გ-ძე-2102,34 ლარი, ს. შ-ძე-2076,32 ლარი, ვ. ლ-უა-2055,66 ლარი, თ. კ-ძე-2042,44 ლარი, დ. ყ-შვილი-2047,60 ლარი, მ. კ-ძე-1929,34 ლარი, ა. გ-აია-1532,87 ლარი, ი. უ-ძე-1771,19 ლარი, ვ. დ-ძე-1688,78 ლარი, ა. გ-ავა-1693,50 ლარი, გ. ს-ძე-1597,07 ლარი, ზ. ხ-ძე-1745,35 ლარი, ა. მ-შვილი-1585,76 ლარი, თ. თ-ძე-1680, 27 ლარი, ა. ნ-ია-1674,97 ლარი, ზ. მ-შვილი-1697,93 ლარი, გ. ლ-ავა-1769,63 ლარი, გ. ნ-ძე-1729,19 ლარი, ი. კ-ძე-1103,47 ლარი, ო. მ-შვილი-1713,83 ლარი, გ. ჯ-შვილი-1658,68 ლარი, ზ. ჭ-ელი-1663,24 ლარი, ჯ. ლ-იანი-1693,64 ლარი, ბ. გ-ძე-1711,15 ლარი, ბ. ს-ძე-1735,51 ლარი, ვ. კ-ძე-1725,50 ლარი, თ. ზ-ძე-1715,76 ლარი, ვ. ძ-ძე-1819,82 ლარი, თ. ო-ძე-1679,72 ლარი, მ. კ-ძე-1570, 94 ლარი, გ. ო-ძე-1786, 23 ლარი, ა. შ-ძე-1754,68 ლარი, ო. ნ-შვილი-1701,32 ლარი, ს. ვ-ძე-1731,22 ლარი, გ. გ-ავა-1833,94 ლარი, პ. გ-ია—1182,91 ლარი, ჯ. გ-ია-1738,54 ლარი, ე. ყ-ავა-1761,23 ლარი, რ. ქ-ავა-1614, 34 ლარი, დ. კ-ძე-1734,88 ლარი, გ. ქ-ია-1750,63 ლარი, მ. პ-აია-1532,68 ლარი, თ. ზ-აია-1757,31 ლარი, თ. კ-ია-1684,63 ლარი, ჯ. ვ-ავა-1611,52 ლარი, მ. გ-ძე-1707,14 ლარი, გ. მ-ძე-1594,96 ლარი, ბ. მ-ავა-1716,37 ლარი, ნ. ბ-ძე-1062,94 ლარი, გ. ყ-აია-1732,01 ლარი, გ. ს-ძე-1707, 52 ლარი, გ. ყ-ია-1766,29 ლარი, დ. შ-ია-1771,42 ლარი, ა. ჩ-ძე-1685,36 ლარი, დ. გ-უა-1707,38 ლარი, ზ. ა-შვილი-1720,61 ლარი, ა. მ-ძე-1713, 20 ლარი, კ. თ-ძე-11797,13 ლარი, ჯ. ჭ-ელი-1663,24 ლარი, ბ. ი-ძე-1763,34 ლარი, თ. კ-ძე 1797, 13 ლარი, თ. ქ-შვილი-1785,31 ლარი, პ. ს-ძე-1717,57 ლარი, კ. წ-შვილი-1716,91 ლარი, ვ. ჯ-ძე-1740, 96 ლარი, ო. თ-ია-1777,37 ლარი, ი. შ-ია-1053,08 ლარი, გ. გ-ძე-1695, 14 ლარი, ა. ბ-ძე-1778,08 ლარი, ო. ჯ-უა-1702,78 ლარი, ა. რ-ძე-1689,04 ლარი, ო. შ-ძე-1809, 75 ლარი, შ. შ-ძე-1715,95 ლარი, გ. ფ-ძე-1722,51 ლარი, გ. რ-ოვი-1697, 10 ლარი, ნ. შ-ძე-1734,08 ლარი, ბ. პ-ავა-1675,56 ლარი, ჟ. ნ-ია-1578,19 ლარი, დ. მ-ძე-1150,18 ლარი, დ. დ-შვილი-1764,47 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.09.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა, აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.09წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.12.09წ. საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.01.2010წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.09.09წ. გადაწყვეტილება და საქმე ხალახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.01.2010წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-ძისა და სხვათა წარმომადგენელმა ი. წ-აიამ, რომლებმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ძის, მ. კ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. კ-ძის, მ. კ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-ძის, მ. კ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.