Facebook Twitter

¹ბს-215-212(კ-11) 4 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ “ტ. გ.-მ” 06.07.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქარათველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც გორის საგადასახადო ინსპექციის 08.04.10წ. ¹13/841 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 11.06.10წ. ¹717 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 20.08.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკიხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 08.04.10წ. ¹13/841 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 11.06.10წ. ¹717 ბრძანება, ი.მ “ტ. გ.-ს” ამ აქტების სრულად ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობის საფუძველზე, გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დაადგინოს, შედის თუ არა ტ. გ.-ის მიერ დეკლარირებულ 30 220 ლარში დღგ-ს თანხა, 2010 წლის თებერვალში რეგულარის ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე, ამ გარემოებების მიხედვით შემოწმდეს ტ. გ.-ზე დღგ-ს გადასახადის დარიცხვის სისწორე და, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გადამხდელს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.10წ. განჩინებით შემოსაველების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 20.08.10წ. გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გორის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის საქმე ¹ბს-238-229(კ-10) 27.01.11წ. განჩინება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.