Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-218-209(კ-10) 7 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ, მესამე პირი _ შპს “...”.

2002 წლის 5 დეკემბერს შპს “...” და შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 9 ოქტომბრის ¹176 და 2000 წლის 8 ნოემბრის ¹181 ბრძანებების, ისანი-სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციული აქტის _ 2002 წლის 29 ნოემბრის ¹01/2682 მიწერილობის გაუქმება, მოპასუხეს დავალებოდა, განეხორციელებინა კანონის შესაბამისად ჩატარებულ ოპერაციაზე სერია ბ¹860438 და სერია ბ¹860435 ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-სა და აქციზის ჩათვლები შპს “...” და შპს “...” პირად ბარათებზე.

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” და შპს “...” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 29 ნოემბრის ¹04/2682 მიწერილობა; ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა განეხორციელებინა ჩათვლა: ა) შპს “...” აღრიცხვის ბარათზე დღგ-ს ანგარიშზე 2000 წლის 15 ივლისის სერია ბ¹860435 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. ბ) შპს “...” აღრიცხვის ბარათზე დღგ-სა და აქციზების ანგარიშზე 2000 წლის 25 მაისის სერია ბ¹860438 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით; შპს “...” და შპს “...” უარი ეთქვათ საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 9 ოქტომბრის ¹176 და 8 ნოემბრის ¹181 ბრძანებების გაუქმებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე თბილისის საგადასახადო ინსპექციით; ამავე სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია კი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციით; ამავე სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად შპს “...” ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლა იმ ნაწილით, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” და შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს “...” სარჩელი და საქმე ამ ნაწილში ხელახალი გხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “...” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 5 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად, რომლის გამოსასწორებლად კასატორს 10-დღიანი ვადა განესაზღვრა.

2010 წლის 29 მარტს შპს “...” წარმომადგენელმა _ პ. კ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს “...” წარმომადგენლის _ პ. კ-ძის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 5 დღით. შპს “...” დაევალა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2010 წლის 21 აპრილს შპს “...” წარმომადგენელმა _ პ. კ-ძემ კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის გათვალისწინებული ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს “...” წარმომადგენლის _ პ. კ-ძის შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს “...” წარმომადგენლის _ პ. კ-ძის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 5 დღით. შპს “...” დაევალა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შპს “...” წარმომადგენლის პ. კ-ძის შუამდგომლობის საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინება შპს “...” ჩაბარდა 2010 წლის 16 აპრილს. შესაბამისად, მას ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2010 წლის 21 აპრილს. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2010 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...” წარმომადგენლის _ პ. კ-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. განუხილველი დარჩეს შპს “...” საკასაციო საჩივარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.