Facebook Twitter

¹ბს-218-215(კ-11) 28 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ხ-ის, ლ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 8 აპრილს ნ. დ-მა, მ. მ-ამ, მ. ხ-ემ, დ. მ-ემ, გ. დ-ემ, ქ. ე-ემ, ჯ. ჯ-ამ, ლ. ჩ-მა, თ. რ-ემ, ა. ა-ამ, რ. რ-მა, ნ. ს-ამ, მ. ი-მა, გ. ი-მა, მ. მ-მა და პ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის, თბილისის მერიის და მესამე პირების – მ. გ-სა და ა. რ-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერების შესწორება, ნაგებობების სამართლებრივი რეგისტრაცია და ქ. თბილისში .... ქუჩა ¹15-ში მდებარე სახლთმფლობელობის მერიის საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვა მოითხოვეს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერების შესწორებისა და ნაგებობების სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო სარჩელზე უარის თქმის გამო ქ. თბილისში .... ქუჩა ¹15-ში მდებარე სახლთმფლობელობის მერიის საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. დ-მა, მ. მ-ამ, მ. ხ-ემ, დ. მ-ემ, გ. დ-ემ, ქ. ე-ემ, ლ. ჩ-მა, თ. რ-ემ, ა. ა-ამ, რ. რ-მა, ნ. ს-ამ, მ. ი-მა, გ. ი-მა, მ. მ-მა, პ. თ-მა და ლ. წ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მაისის განჩინებით ნ. დ-ის, მ. მ-ას, მ. ხ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 ივნისის განჩინებით საქმე ნ. დ-ის, მ. მ-ას, მ. ხ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივრის შესახებ პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. დ-ის, მ. მ-ას, მ. ხ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. წ-ი. ასევე დაუშვებლად იქნა მიჩნეული გარდაცვლილი ნ. ს-ას უფლებამონაცვლის დადგენა ასეთი პირის (უფლებამონაცვლის) არ არსებობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეზე თანამოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ მ. გ-ა და ა. რ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით აპელანტ ა. ა-ას უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა კ. რ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დუდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის, მ. მ-ას, მ. ხ-ის, დ. მ-ის, გ. დ-ის, ქ. ე-ის, ლ. ჩ-ის, თ. რ-ის, ა. ა-ას, რ. რ-ის, ნ. ს-ას, მ. ი-ის, გ. ი-ის, მ. მ-ისა და პ. თ-ის სარჩელი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერების შესწორებისა და ნაგებობების სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ უსაფუძვლობის გამო და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების – ნ. დ-ის, მ. მ-ას, მ. ხ-ის, დ. მ-ის, გ. დ-ის, ქ. ე-ის, ლ. ჩ-ის, თ. რ-ის, კ. რ-ის (ა. ა-ას უფლებამონაცვლე), რ. რ-ის, მ. ი-ის, გ. ი-ის, მ. მ-ისა და პ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ხ-ემ, ლ. წ-მა, დ. მ-ემ, გ. დ-ემ, თ. რ-ემ, მ. ი-მა, გ. ი-მა, მ. მ-მა, რ. რ-მა, პ. თ-მა, ლ. ჩ-მა, კ. რ-ემ, მ. მ-ამ და ნ. დ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდ,ა მესამე პირის _ ა. რ-ის გარდაცვალების გამო საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით ე. ა-ას განცხადება დაკმაყოფილდა, მ. ხ-ის, ლ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება და ა. რ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი შვილი _ ე. ა-ა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. ხ-ის, ლ. წ-ის, დ-ია მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით ნ. დ-ის, მ. ხ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მაყვალა ხმალაძემ, ლევან წიკლაურმა და სხვებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მაყვალა ხმალაძის, ლევან წიკლაურისა და სხვათა საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის, ლ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ა. გ-ას მ. ხ-ის, ლ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-ის, ლ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. აბელ გეგიას დაუბრუნდეს მის მიერ მ. ხ-ის, ლ. წ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.