Facebook Twitter

ბს-230-221(კ-10) 3 ნოემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “...” 04.02.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, ნოტარიუს ჯ. ა-ძისა და გ. მ-შვილის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქ. ¹26-ში მდებარე 50 კვ.მ სარდაფის მ. ლ-ძის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ნოტარიუს ზ. რ-ძის მიერ 07.08.92წ. დამოწმებული პრივატიზების ხელშეკრულების, ნოტარიუს ჯ. ა-ძის მიერ 14.04.05წ. დამოწმებული სანოტარო აქტისა და ნოტარიუსი ქ. ო-ძის მიერ 18.10.07წ. დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შპს “...” საკუთრებაში არსებული სარდაფის მოპასუხე გ. მ-შვილის უკანონო სარგებლობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.02.09წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი ქ. თბილისის ნოტარიუსის ჯ. ა-ძის 14.04.05წ. დამოწმებული სანოტარო აქტის, ქ. თბილისის ნოტარიუსის ქ. ოდილავაძის მიერ 18.10.07წ. დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს “...” საკუთრებაში არსებული სარდაფის მოპასუხე გ. მ-შვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.06.09წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით ჩაბმულ იქნა მ. ლ-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.09წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ნოტარიუს ზ. რ-ძის მიერ 07.08.92წ. დამოწმებული პრივატიზების ხელშეკრულება თბილისში, ... ქუჩის ¹26-ში მდებარე 36 კვ.მ სარდაფის მ. ლ-ძის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ და გ. მ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.09წ. განჩინებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და მესამე პირის გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – გ. მ-შვილს დაუბრუნდეს 17.02.10წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.