Facebook Twitter

ბს-235-226 (კ-10) 07 ივლისი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სსხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს “...” წარმომადგენლის მ. კ-ძის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “...” 09.12.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე –შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 08.09.08წ. ¹49919 “საგადასახადო მოთხოვნის”, 11.09.08წ. ¹50078 “საგადასახადო მოთხოვნის”, 01.09.08წ. ¹3323697 და 03.09.08წ. ¹323732 ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 27.10.08წ. ¹2840 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 25.11.08წ. ¹10/11838 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს “...” აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.09წ. განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.09წ. გადაწყვეტილება.

შპს “...” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.09წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ან საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.10წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...” საკასაციო საჩივარი.

შპს “...” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც შპს “...” სასარჩელო განცხადების გამოხმობა მოითხოვა.

მოპასუხეები შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი და საქართველოს ფინანსთა სამინიტრო დაეთანხმნენ შპს “...” წარმომადგენლის _ მ. კ-ძის მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა შპს “...” წარმომადგენლის _ მ. კ-ძის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს შპს “...” სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ამდენად, შპს “...” განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მის აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხეები შემოსავლების სამსახური, შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი და საქართველოს ფინანსთა სამინიტრო 07.06.2010წ. ¹21-09/5951, 25.06.2010წ. ¹21-09/7909, 25.06.2010წ. ¹08-01/9402 წერილებით დაეთანხმნენ, ამასთან, წარმოდგენილია შპს “...” საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 19.03.2010წ. ¹351 განკარგულება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შპს “...” საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმება დაევალა და შპს “...” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 31.03.2010წ. საგადასახადო შეთანხმება, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “...” მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე აკმაყოფილებს ზემოღნიშნული ნორმის მოთხოვნას, რის გამოც შპს “...” სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” წარმომადგენლის მ. კ-ძის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.09წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.09წ. გადაწყვეტილება;

3. შპს “...” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 08.09.08წ. ¹49919 “საგადასახადო მოთხოვნის”, 11.09.08წ. ¹50078 “საგადასახადო მოთხოვნის”, 01.09.08წ. ¹3323697 და 03.09.08წ. ¹323732 ბრძანებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 27.10.08წ. ¹2840 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 25.11.08წ. ¹10/11838 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.