Facebook Twitter

ბს-236-227(კ-10) 21 აპრილი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 27 აგვისტოს ა. F-შვილმა და გ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების: ქ. თბილისის მერიისა და თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 11 დეკემბრის ¹012007195185-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის ¹882008131201-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას განახორციელოს ა. F-შვილისა და გ. ბ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

2008 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელეებმა ა. F-შვილმა და გ. ბ-ძემ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის, საქართველოს პრეზიდენტის, მ. კ-უასა და მესამე პირის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 11 დეკემბრის ¹012007195185-03 გადაწყვეტილების, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 მარტის ¹188 განკარგულების ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე 208 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის მარინა კოდუასათვის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ; თბილისის ადგილობრივი თვითმმართველის ერთეულსა და მარინა კოდუას შორის 2008 წლის 3 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების; ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მ. კ-უას სახელზე 2008 წლის 11 ივნისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹74, რომლის თანახმადაც მარინა კოდუა გამოცხადდა ქ. თბილისში, ... ¹11-ში მდებარე 208 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ¹882008198587 განცხადებაზე, რომლითაც ქ. თბლისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე 208 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა მ. კ-უას სახელზე; საჯარო რეეტრის ეროვნული სააგანეტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის ¹882008131201-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას განახორციელოს ა. F-შვილისა და გ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ... ¹5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირად მითითებული თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ნაცვლად საქმეში ჩაება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ა. F-შვილისა და გ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. F-შვილმა და გ. ა-ძემ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ფ-შვილმა და გ. ბ-ძემ.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ა. ფ-შვილისა და გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მისი და ა. ფ-შვილისა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ფ-შვილსა და გ. ბ-ძეს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. გ. ბ-ძეს დაუბრუნდეს მისი და ა. ფ-შვილის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.