¹ბს-242-239(კ-11) 13 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ც. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 7 თებერვალს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-242-239(კ-11) ც. ღ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით ც. ღ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 ,,ე» ქვეპუნტისა და 368.2 მოთხოვნებს, ასევე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორის – ც. ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ვინაიდან კასატორს არ დაუსაბუთებია სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულის დასადასტურებლად თანახმად, სსსკ-ის 48-ე მუხლისა.
შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ან გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების წარმოსადგენად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ტ.2; ს.ფ. 84-87).
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორს _ ც. ღ-ეს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ც. ღ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს _ ც. ღ-ეს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინების ასლი კასატორ – ც. ღ-ესა და მის წარმომადგენელ მ. მ-ს გაეგზავნათ საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 167, 176).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, სასამართლო დოკუმენტი ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება მითითებული პირისათვის ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინების ასლი ც. ღ-ის შვილს ჩაჰბარდა _ 2011 წლის 9 მარტს (იხ. 173, 175), საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინება ამაევე რიცხვში ჩაჰბარდა მის წარმომადგენელ _ მ. მ-აც (ის. ს.ფ. 177), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოეწურათ – 2011 წლის 21 მარტს, ვინაიდან 19 მარტი იყო შაბათი, თანახმად, სსსკ-ის 61.2 მუხლისა, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ღ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ღ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.