¹ბს-263-260(კ-10) 11 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, ლ. ბ.-ის ნაწილში შეამოწმა ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
2009 წლის 27 ივლისს ს. ვ.-მა, ბ. ს.-მ, გ. თ.-მა, ა. გ.-მა, რ. გ.-მა, გ. გ.-ა, გ. მ.-მა, ლ. ბ.-მა და დ. ბ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სარჩოს თანხების ანაზღაურების გაგრძელება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ვ.-მა, ბ. ს.-მ, გ. თ.-მა, ა. გ.-მა, რ. გ.-მა, გ. გ.-ა, გ. მ.-მა, ლ. ბ.-მა და დ. ბ.-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ვ.-მა, ბ. ს.-მ, გ. თ.-მა, ა. გ.-მა, რ. გ.-მა, გ. გ.-მა, გ. მ.-მა, ლ. ბ.-მა და დ. ბ.-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნას.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ თ. ჟ.-ის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უშუალოდ მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2011 წლის 4 მარტს ს. ვ.-მა, ბ. ს.-მ, გ. თ.-მა, ა. გ.-მა, რ. გ.-მა, გ. გ.-მა, გ. მ.-მა და დ. ბ.-მა შეავსეს ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინეს უშუალოდ მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ისა და დ. ბ.-ის ნაწილში.
2011 წლის 4 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ. ბ.-ის შვილმა გ. ბ.-მა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ კასატორი ლ. ბ.-ი გარდაიცვალა, რის გამოც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ბ.-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; გ. ბ.-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ლ. ბ.-ის გარდაცვალების მოწმობა და მისი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ლ. ბ.-ის ნაწილში არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი გ. ბ.-ის ძმას გ. ბ.-ს 2011 წლის 18 მარტს ჩაბარდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამდენად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2011 წლის 1 აპრილს ამოეწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე პარასკევი. გ. ბ.-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 9 მარტით განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ლ. ბ.-ის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ლ. ბ.-ის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ს. ვ.-ის, ბ. ს.-ის, გ. თ.-ის, ა. გ.-ის, რ. გ.-ის, გ. გ.-ის, გ. მ.-ის, ლ. ბ.-ისა და დ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ლ. ბ.-ის ნაწილში;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.