Facebook Twitter

¹ბს-265-262(კ-11) 4 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ღ.-ის და სხვათა წარმომადგენლის გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ღ.-ისა და სხვების (სულ 11 პირის) წარმომადგენელმა გ. ჩ.-მ 16.06.2010წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – შპს ,,ს.-ისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც 2003-2005 წლების არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.10წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ.-ის, უ. ქ.-ის, გ. ჩ.-ის, ჯ. ტ.-ის და დ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ღ.-ის, ა. ჩ.-ის, ლ. გ.-ის, გ. ჩ.-ის, ტ. ნ.-ის და თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ს.-ს” დაევალა გ. ღ.-სთვის 2003 წლის მაისიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, ზ. ნ.-სთვის 2003 წლის ივნისიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით, ა. ჩ.-სთვის, ტ. ნ.-სთვის 2003 წლის მაისიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, უ. ქ.-სთვის 2003 წლის ივნისიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, გ. ჩ.-სთვის 2003 წლის მაისიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით, ლ. გ.-სთვის 2003 წლის მაისიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით, ჯ. ტ.-სთვის, დ. ტ.-სთვის, გ. ჩ.-სთვის 2005 წლის მაისიდან 2005 წლის ჩათვლით, თ. ბ.-სთვის 2003 წლის მაისიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისთვის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხის – გ. ღ.-სთვის - 544, 91 ლარის, ზ. ნ.-სთვის -783, 91 ლარის, ა. ჩ.-სთვის - 529, 46 ლარის, უ. ქ.-სთვის - 774, 12 ლარის, გ. ჩ.-სთვის - 1487, 27 ლარის, ლ. გ.-სთვის - 612, 47 ლარის, ჯ. ტ.-სთვის - 1456, 48 ლარის, დ. ტ.-სთვის - 1330, 08 ლარის, გ. ჩ.-სთვის - 721, 12 ლარის, ტ. ნ.-სთვის - 653, 13 ლარის და თ. ბ.-სთვის - 637, 09 ლარის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.10წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.10წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,ს.-ს” დაევალა გ. ჩ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2006 წლის იანვრის ჩათვლით, დ. ტ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით, უ. ქ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, გ. ღ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, გ. ჩ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით, ტ. ნ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, ა. ჩ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, თ. ბ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილის ჩათვლით, ლ. გ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მაისის ჩათვლით, ჯ. ტ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით, ზ. ნ.-სთვის 2005 წლის იანვრიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტს დაევალა დაზუსტებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მოსარჩელეთა მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება, შპს ,,ს.-ს” დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების შემდეგ განახორციელოს მოსარჩელეებისათვის თანხის – გ. ღ.-სთვის – 112,75 ლარის, ზ. ნ.-სთვის – 96 ლარის, ა. ჩ.-სთვის - 133, 85 ლარის, უ. ქ.-სთვის – 80, 82 ლარის, გ. ჩ.-სთვის – 486,56 ლარის, ლ. გ.-სთვის – 154,70 ლარის, ჯ. ტ.-სთვის – 331,50 ლარის, დ. ტ.-სთვის - 360, 80 ლარის, გ. ჩ.-სთვის – 435,84 ლარის, ტ. ნ.-სთვის – 168,27 ლარის, თ. ბ.-სთვის – 136,19 ლარის დაბრუნება, გ. ღ.-ს, ზ. ნ.-ს, ა. ჩ.-ს, უ. ქ.-ს, გ. ჩ.-ს, ლ. გ.-ს, ჯ. ტ.-ს, დ. ტ.-ს, გ. ჩ.-ს, ტ. ნ.-ს, თ. ბ.-ს უარი ეთქვათ 2003-2004 წლებში დაქვითული თანხის დაბრუნებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ.-ისა და სხვების წარმომადგენელმა გ. ჩ.-მ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ღ.-ისა და სხვების წარმომადგენლის გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ღ.-ისა და სხვების წარმომადგენლის გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ღ.-ისა და სხვების წარმომადგენლის გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.