Facebook Twitter

ბს-274-264(კ-10) 6 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილმა მუშაკებმა _ ა. ხ-ძემ, ვ. ხ-ძემ, თ. მ-ძემ და სხვებმა სულ 35 პირმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, 1988 წლის 8 დეკემბრის მიწისძვრით დაზარალებული სომხეთის აღდგენით სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, სპეციალურად შეიქმნა ტრესტი ,,...”.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მუშაკებსა და ტრესტ ,,...” შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 3-4 წლის მუშაობის შემდეგ, მუშაკების ქ. თბილისში ბინებით უზრუნველყოფა უნდა განხორციელებულიყო.

მოსარჩელეების განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ბინით უზრუნველყოფა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილმა მუშაკებმა _ ა. ხ-ძემ, ვ. ხ-ძემ, თ. მ-ძემ და სხვებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილმა მუშაკებმა _ ა. ხ-ძემ, ვ. ხ-ძემ, თ. მ-ძემ და სხვებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ე. ჩ-ავას საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. ე. ჩ-ავას დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს ყოფილი არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ყოფილი ტრესტ ,,...” ყოფილი მუშაკების _ ა. ხ-ძის, ვ. ხ-ძის, თ. მ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.