Facebook Twitter

ბს-277-267(კ-10) 28 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 14 ივლისს ა. შ-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძის და თ. ბ-ძის წარმომადგენელმა გ. ჩ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ სსიპ ,,სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” მიმართ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების _ ა.ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძის და თ. ბ-ძის წარმომადგენლმა გ. ჩ-შვილმა.

აპელანტების წარმომადგენელი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის წარმომადგენლის გ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თეიმურაზ გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძის და თ. ბ-ძის წარმომადგენლმა ზ. ჯ-ძემ.

კასატორების წარმომადგენელი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძის და თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის წარმომადგენლის ზ. ჟ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა.ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის წარმომადგენლის ზ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის წარმომადგენლის ზ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ძის, ბ. დ-იანის, თ. გ-ძის, ტ. ფ-ძის, ე. გ-ძის, გ. ჩ-შვილის, ა. კ-ძისა და თ. ბ-ძის წარმომადგენელ ზ. ჯ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.