Facebook Twitter

¹ბს-285-282(კ-11) 18 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ო.-მა» 02.03.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქარათველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.02.10წ. ¹43, 23.02.10წ. ¹62 ბრძანებებისა და 22.02.10წ. ¹012040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

შპს «ო.-მა» 25.05.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც შემოსავლების სამსახურის 13.05.10წ. ¹329 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 25.03.10წ. ¹906/04-01 და ¹912/04-01 ბრძანებების და 31.03.10წ. ¹16-16/01-02/3550 და ¹16-16/01-02/3551 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.10წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, ¹3/867-2010 ადმინისტრაციულ საქმეს გაუერთიანდა ამავე კოლეგიის სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმე, არძრული მოსარჩელის – შპს «ო.-ის» სარჩელის გამო, მოპასუხის – მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ. საქმეთა გაერთიანების შედეგად საქმეს მიენიჭა რიგითი ¹3/867-1010.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს _ შ.პ.ს. ,,ო.-ს’’ უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.02.10წ. ¹43 ბრძანების, 23.02.10წ. ¹62 ბრძანების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 13.05.10წ. ¹329 ბრძანების, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 25.03.10წ. ¹906/04-01 და ¹912/04-01 ბრძანებების და 31.03.10წ. ¹16-16/01-02/3550 და ¹16-16/01-02/3551 ,,საგადასახადო მოთხოვნების’’ ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და თბილისის რეგიონულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.10წ. განჩინებით შპს «ო.-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.10წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ო.-მა», რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის საქმე ¹ბს-1313-1272(კ-08) 30.04.09წ.; საქმე ¹ბს-1113-1064(კ-07) 07.07.08წ.; ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საქმე ¹ბს-1309-1273(კ-10) 16.02.11წ. განჩინებები).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ო.-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ შპს «ო.-ს» დაუბრუნდეს მის მიერ 09.02.11წ. ¹260 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.