ბს-287-276(კ-10) 26 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნიკოლოზ მარგველაშვილი
კასატორი – ე. ქ-ია, წარმომადგენელი _ ზ. მ-შვილი (მინდობილობა ¹1-7546, 21.09.07წ; ¹1-2609, 15.06.09წ.)
მოწინააღმდეგე მხარე – 1) თ. ე-ია, წარმომადგენელი დ. ჩ-ძე (მინდობილობა ¹1-2186, 14.05.09წ.); 2) ქ. ფოთის მერია, წარმომადგენელი ვ. გ-იანი (რწმუნება ¹491, 02.11.2010წ.)
მესამე პირი – ფოთის საზღვაო ნავსადგური, წარმომადგენელი _ პ. ფ-ძე (რწმუნებულება ¹569-4621, 19.10.2010წ.; ¹580-46-22, 18.11.2010წ.)
დავის საგანი – საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ე-იამ 14.05.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე – თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის წინააღმდეგ და ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანების მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა და თვითმმართველი ქ. ფოთის მერიისათვის ... ქ. ¹14/504-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შიდა საკადასტრო აზომვის შესაბამისად, თ. E-იას საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანების საფუძველზე თ. Eე-იას უარი ეთქვა ქ. ფოთში, ... ქ. ¹14/504-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნულით დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი», რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ მოსარგებლედ ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა ფოთის საზღვაო ნავსადგური, რომელმაც, როგორც შენობის მეპატრონემ, 24.03.03წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბალანსიდან ბალანსზე გადასცა ქ. ფოთის მერიას ქ. ფოთში ... ქ. ¹14/504-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი. მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელე თ. Eე-იას მეუღლე ი. კ-შვილი ოჯახის ორ წევრთან ერთად (მეუღლე და შვილი) 1989 წლიდან კანონიერად ცხოვრობდა და სარგებლობდა მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული ბინით. ამასთანავე ფოთის საზღვაო ნავსადგურს არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა მათთან. მოსარჩელემ 14.04.08წ. განცხადებით მიმართა ქ. ფოთის მერს და საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მინიჭება მოითხოვა, განცხადებას თან ერთვოდა ხსენებული წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. მოსარჩელემ დამატებით მიუთითა აგრეთვე კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.02.08წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. ქ-იას უფლებამონაცვლის – ე. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის ოჯახის ქ. ფოთში, ... ქ. ¹14-ში მდებარე ¹504 ბინიდან გამოსახლების შესახებ, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ქ-იასგან განსხვავებით, თ. Eე-ია ახორციელებდა აღნიშნული ფართის მფლობელობას, წარმოადგენდა მობინადრეს და ფართის ფლობის უკეთესი უფლება გააჩნდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიუხედავად წარდგენილი დოკუმენტაციისა 30.04.09წ. ქ. ფოთის მერის ¹136 ბრძანებით მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.
11.06.09წ. ე. ქ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 24.03.09წ. განცხადებით მიმართა მოპასუხეს და საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ქ. ფოთში, ... ქ. ¹14/504-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემა. მოსარჩელის მითითებით, ე. ქ-ია 1959 წლიდან 1993 წლამდე მუშობდა ნოვოროსიისკის საზრვაო მშენებლობის სამინისტროს ფოთის ¹20 სამშენებლო უბანში სამუშოთა მწარმოებლად, ხოლო 1993 წლის თებერვლიდან 2005 წლის 12 იანვრამდე _ ფოთის საზღვაო ნავსადგურში პირველი საწარმოო რაიონის ცვლის საწყობის გამგის მოადგილედ. 26.09.88წ. ¹ЖПК-344 საგარანტიო წერილით, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა იკისრა ვალდებულება, ე. ქ-იას მიერ ფოთის პორტისათვის ჩაბარებული ქ. ფოთი, სტალინის სანაპირო ¹24/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ თანაბარფასიანი ბინის გადაცემის შესახებ, ხოლო ფოთის ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმის საფუძველზე, ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში გამოეყო ერთოთახიანი ბინა, მდებარე ქ. ფოთი, ლიეპაიას (ამჟამად ...) ¹14/504. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში კანონიერ მოსარგებლეთა შესახლება სადავო ვითარების გამო გაჭიანურდა, რითაც ისარგებლა ი. კ-შვილმა და სადავო ბინაში ასევე უკანონოდ მცხოვრები ბ. Mმ-ვასგან უკანონოდ შეიძინა და დაიკავა ე. ქ-იასათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ბინა. Eე. Qქ-იამ რამოდენიმეჯერ მიმართა ფოთის საზღვაო ნავსადგურს, ბინასთან დაკავშირებული ურთიერთობის ბინის მისთვის რეალურად გადაცემის გზით მოწესრიგების თაობაზე, მაგრამ იგი ფოთის საზღვაო ნავსადგურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 05.10.06წ. გარდაიცვალა. Eე. Qქ-იას განცხადებით, თვითმმართველი ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანებით მისი მოთხოვნა სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თვითმმართველი ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანების, ე. ქ-იასათვის ქ. ფოთში ... ქ. ¹14/504-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დასახელებული ბინის ე. ქ-იასათვის, როგორც კანონიერი მოსარგებლისათვის, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე მოსარჩელის სახელზე ქ. ფოთი ... ქ. ¹14/504-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების მოწმობისა და შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის გაცემა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 25.06.09წ. საოქმო განჩინებით თ. Eე-იას და ე. ქ-იას სარჩელების გამო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად, საქმეში მესამე პირად ჩაება ფოთის საზღვაო ნავსადგური.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.08.09წ. გადაწყვეტილებით თ. Eე-იასა და ე. ქ-იას სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ფოთის მერიის 30.04.09წ. ¹136 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თვითმმართველი ქ. ფოთის მერიას ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.08.09წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ თ. Eე-იასა და ე. ქ-იას მოთხოვნებთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ქ-იამ და თ. Eე-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.12.09წ. გადაწყვეტილებით ე. ქ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. Eე-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 14.08.09წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თ. Eე-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან, თვითმმართველი ქ. ფოთის მერიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. ესართიას საკუთრებაში გადაეცემოდა ქ. ფოთში, ... ქ. ¹14/504-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი, მის მიერ წარმოდგენილი შიდა საკადასტრო აზომვის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანებით ე. ქ-იასა და თ. Eე-იას უარი ეთქვათ ქ. ფოთში, ... ქ. ¹14/504-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ვერცერთი მხარის მიმართ ვერ იქნა სრულყოფილად დადასტურებული ზემოაღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების მინიჭება. ე. ქ-იას ფოთის ნავსადგურმა მისივე საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმის თანახმად გამოუყო ერთოთახიანი ბინა თავის საერთო საცხოვრებელში. ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის საქალაქო მეურნეობის სამსახურს შორის 24.03.03წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით ქალაქის მთავრობას გადაეცა ... ქ. ¹14-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს თან ერთვოდა მობინადრეთა სია, სადაც ¹504 ბინის მაცხოვრებლად მითითებული იყო ი. კ-შვილის სამსულიანი ოჯახი, რომელიც აღნიშნულ ფართს 1989 წლიდან ფლობდა. ფოთის საზღვაო პორტის უფროსის 26.09.88წ. საგარანტიო წერილში, რომელიც ნ. ქ-იას მიერ ფოთის პორტისთვის ბინის ჩაბარებასა და სანაცვლოდ სხვა ბინის მიღებას შეეხება, საუბარია ნ. ქ-იაზე და არა ე. ქ-იაზე. ამასთან, მტკიცებულება, რომ ნ. ქ-ია და ე. ქ-ია ერთი და იგივე პიროვნებებია საქმეში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბინას ე. ქ-ია არ დაუფლებია და მასში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 15.01.02წ. მდგომარეობით ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს ი. კ-შვილის სამსულიანი ოჯახი. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულების ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, თ. Eე-ია (ი. კ-შვილის მეუღლე) წარმოადგენდა იმ პირს, რომელიც 24.03.03წ. მიღება-ჩაბარების აქტის დანართის საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა სადავო საცხოვრებელი ფართობით. რაც შეეხება ე. ქ-იას, ის არ იყო ხსენებული სადავო ფართიის მოსარგებლე, რადგან მის მიმართ ამოქმედებული არ იყო ფოთის საზღვაო საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.12.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-იამ. კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ე. ქ-იამ მისთვის გამოყოფილ ბინაში შესახლება ვერ შეძლო იმიტომ, რომ თ. Eე-იას მეუღლემ ი. კ-შვილმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად დაიკავა სადავო ბინა. ამასთან, 24.03.03წ. მიღება-ჩაბარების აქტი შეეხებოდა ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და ქ. ფოთის მერიის შეთანხმებას ქონების გადაცემის თაობაზე და აღნიშნულ დოკუმენტზე თანდართულ მობინადრეთა სიაში ი. კ-შვილის მოხსენიება ადასტურებდა მის მიერ მხოლოდ ფაქტობრივ ფლობას და სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოება არ უნდა მიეჩნია კანონიერი სარგებლობის დამადასტურებლად. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის 15.01.02წ. ¹1 ოქმი ე. ქ-იას მიმართ არ ამოქმედებულა, ვინაიდან აღნიშნული ოქმი კანონიერ ძალაშია და არ გაუქმებულა. ამასთან იმ პირებმა, რომლებსაც აღნიშნული ოქმის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაეცათ ბინები, ქ. ფოთის მერიის გადაწყვეტილებებით უსასყიდლოდ მოიპოვეს საკუთრების უფლება, ამდენად რომ არა ი. კ-შვილის მიერ სადავო ბინაზე ე. ქ-იას სარგებლობის უფლების ხელყოფის ფაქტი, ამ უკანასკნელს (მის მემკვიდრეს), დაუბრკოლებლად შეეძლო 15.01.02წ. ¹1 ოქმის საფუძველზე მოეხდინა კანონიერად გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზება. შესაბამისად, კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე» ქვეპუნქტის შესაბამისად სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა ე. ქ-ია, როგორც აწ გარდაცვლილი ე. ქ-იას მემკვიდრე, ხოლო თ. Eე-იას ამ ბინასთან დაკავშირებით არ გააჩნდა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბინაში იგი შესახლდა კანონის დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 07.07.10წ. განჩინებით ე. ქ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე თ. Eე-იამ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხალახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ე. ქ-იას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია მისი ძმისშვილი ე. ქ-ია (ტ. I, ს.ფ. 59). საქმეში დაცულია შპს ,,...» სამეურნეო და სოციალური საკითხების განყოფილების 05.07.05წ. ¹106-29-11 ცნობა (ტ. I, ს.ფ. 22), რომლითაც დასტურდება, რომ ე. ქ-იას ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში ... ქ. ¹14-ში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმის საფუძველზე, გამოეყო ¹504 ერთოთახიანი ბინა. ფოთის ნავსადგურის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმის მიხედვით (ტ. II, ს.ფ. 97), ნავსადგურის პირველი საწარმოო რაიონის საწყობის გამგის მოადგილეს ე. ქ-იას გამოეყო ¹504 ერთოთახიანი ბინა. 24.03.03წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად (ტ. II, ს.ფ. 13), ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსიდან ლიეპაიას ქ.¹14-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი გადაეცა ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის საქალაქო მეურნეობის სამსახურის ბალანსზე. მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული ნავსადგურის საერთო საცხოვრებლის მობინადრეთა სიაში მითითებულია ი. კ-შვილი, მისი ბინის ნომრად აღნიშნულია ¹504, სულადობა _ 3, ხოლო გრაფაში ,,რომელი წლიდან ცხოვრობს» მითითებულია 1989წელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ. ე-იას სასარჩელო მოთხოვნა, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანება, მერიას დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. ე-იას საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» თანახმად, ოჯახის ერთი რომელიმე წევრის სახელზე ბინის პრივატიზაციისათვის საჭიროა ოჯახის ყველა წევრის თანხმობა, კერძოდ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის მე-5.22 მუხლის თანახმად, საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ ისე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საცხოვრებელი ფართის თ. ე-იას საკუთრებაში გადაცემა, რომ არ გაურკვევია ფართით მოსარგებლე სხვა პირების თანხმობა აღნიშნულზე, უფრო მეტიც, ისინი საერთოდ არ ჩართულან საქმის განხილვაში. ვინაიდან დავა საცხოვრებელი ფართის პრივატიზებას ეხება, ამასთანავე მოწინააღმდეგე მხარის - ე. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს სადავო ბინით სხვა პირების მიერ სარგებლობას, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავა ეხება მოსარჩელის თ. ე-იას ოჯახის წევრების ინტერესებს, რის გამო ისინი უნდა ჩაერთონ საქმეში. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სადავო ურთიერთობებში თ. ე-ია უფლებამოსილია გამოვიდეს მისი შვილის გ. კ-შვილის კანონიერ წარმომადგენლად, ამასთანავე მას არ გააჩნია ი. კ-შვილის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 20.12.2010წ. ¹01/23-8 ცნობით ირკვევა, რომ ი. კ-შვილი არ იმყოფება ქორწინებაში მოსარჩელე თ. ე-იასთან, უკანასკნელმა აღნიშნული დაადასტურა აგრეთვე საკასაციო პალატის სხდომაზე. ი. კ-შვილის დის – ლ. კ-ავას სანოტარო წესით დამოწმებულ 10.01.2011წ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ი. კ-შვილი რამოდენიმე წლის განმავლობაში მძიმე ფსიქიკური სენით არის დაავადებული და აღრიცხვაზე იმყოფება სენაკის სარაიონთაშორისო ნევრო-ფსიქიატრიულ დისპანსერში, არის სრულიად უკონტროლო და არაადეკვატური, ვერანაირ სამოქალაქო უფლება-მოვალეობებს ვერ ახორციელებს და არის ქმედუუნარო. განცხადებაში მითითებულია აგრეთვე, რომ ლ. კ-ავა თანხმობას აცხადებს რათა მისმა ძმამ-ი. კ-შვილმა, თ. ე-იამ, ძმისშვილმა გ. კ-შვილმა მოიპოვონ სადავო ბინის პრივატიზების უფლება და აღნიშნული ბინა აღირიცხოს სამივეს თანამესაკუთრედ. ამდენად, სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში უნდა ჩაებან ი. კ-შვილი, გ. კ-შვილი, საქმეზე უნდა გაირკვეს ი. კ-შვილის ქმედუნარიანობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის მიერ უფლებების განხორციელების და მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვისას უნდა უზრუნველყოს საქმის განხილვისას ი. კ-შვილის ინტერესების სათანადო წარმომადგენლობა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევითაა გამოტანილი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა თ. ე-იას სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო ქ. ფოთის მერის 30.04.09წ. ¹136 ბრძანება მთლიანად, მათ შორის იმ ნაწილშიც რომლითაც ე. ქ-იას უარი ეთქვა სადავო ბინის პრივატიზებაზე, რითაც სააპელაციო პალატა გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ამასთანავე არ არის სათანადოდ დადგენილი თ. ე-იას და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული «კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» მე-2 მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. ამდენად, ფართის უსასყიდლოდ გადაცემის წესი მოითხოვს ერთდროულად ორი კუმულაციური პირობის არსებობას, კერძოდ კანონიერ სარგებლობას და მფლობელობას. სააპელაციო პალატის მიერ არ არის გამოკვლეული პრივატიზაციის პირობების არსებობა ე. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით სადავო ბინით კანონიერი სარგებლობის პირობის დასადგენად დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული საქმის რიგი გარემოებები. ფოთის ნავსადგური 26.09.88წ. ¹ЖПК-344 საგარანტიო წერილით, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა იკისრა ფოთის პორტისათვის ჩაბარებული ქ.ფოთი, ... ¹24/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ თანაბარფასიანი ბინის გადაცემის ვალდებულება. სააპელაციო პალატის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ არ წარმოდგენილა 26.09.88წ. საგარანტიო წერილში და 15.01.02წ. ¹1 ოქმში მითითებული პირის იდენტიფიცირების დამადასტურებელი მტკიცებულება, სასკ-ის მე-3, მე-19 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით არ წარმოადგენდა ე. ქ-იას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის არქივის 02.12.2010წ. ცნობის, ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 13.10.89წ. ¹26 ოქმის ამონაწერით დასტურდება, რომ ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში 2002 წელს სადავო ბინის გამოყოფამდე, სტალინის სანაპიროს ¹24 სახლში, ბინა ¹32-ში მცხოვრებ ე. ქ-იას, გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ნავსადგურის პროფკომიტეტის მიერ დამტკიცებული და ნავსადგურის უფროსთან შეთანხმებული ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 13.10.1989წ. გადაწყვეტილებით გამოეყო ფართი, მდებარე ქ. ფოთი, ... ქ. ¹88, ბინა ¹25, ბლოკი «ა», მე-9 სართ., ფართი 18,1 კვ.მ., 36.6 კვ.მ. საერთო ფართი. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის 20.12.2010წ. ¹1-08/1291 ცნობის თანახმად, ქ. ფოთში, ... ქ. ¹88/25-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 26.10.1989წ. გაცემული ¹238 ორდერით კანონიერ მოსარგებლედ ითვლებოდა ე. ქ-ია, რომელმაც 15.06.1994წ. მოახდინა ამ ბინის პრივატიზება, ცნობაზე თანდართული 26.10.1989წ. ¹238 ორდერით დასტურდება, რომ ე. ქ-იას სახელზე ფოთის აღმასკომის 26.10.1989წ., ¹25/692 გადაწყვეტილების საფუძველზე, 26.10.1989წ. გაიცა ¹238 ორდერი, ხოლო ქ. ფოთის საბინაო-საექსპლუატაციო კანტორის და ე. ქ-იას შორის 04.01.1992წ. დადებული და სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების თანახმად ე. ქ-იამ მოახდინა ... 88/25 ბინის პრივატიზება. ამდენად, საგარანტიო წერილის საფუძველზე ე. ქ-იას ერთხელ უკვე გამოეყო საცხოვრებელი ბინა, შესაბამისად საქმეზე გარკვევას საჭიროებს საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შემდეგ ნავსადგურის ადმინისტრაციის და პროფკავშირის მიერ დამტკიცებული ფოთის ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 15.01.02წ. ¹1 ოქმით ე. ქ-იასათვის საერთო საცხოვრებელში ერთოთახიანი ბინის გამოყოფის საფუძველი.
საქმეში დაცული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში მყოფი 06.02.08წ. გადაწყვეტილებით ე. ქ-იას და შპს «...» უარი ეთქვათ ი. კ-შვილსა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებაზე ქ. ფოთში, ... (ყოფილი ლიეპაიას) ქ. ¹14-ში მდებარე ბინიდან. ამდენად, ე. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნის კანონიერების დადგენისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა არა მხოლოდ სარგებლობის კანონიერებაზე, არამედ საცხოვრებელი ფართის პრივატიზების მეორე – მფლობელობის პირობის არსებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» და «ე1» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ყველა გარემოება, შეფასება უნდა მისცეს მათ, სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს სადავო ბინის ე. ქ-იას მემკვიდრისათვის მეორედ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის, ასევე სადავო ბინით მოსარჩელე თ. ე-იას და მისი ოჯახის წევრების მიერ სარგებლობის სამართლებრივ საფუძველზე, სადავო ბინასთან მათ სამართლებრივ კავშირზე, სადავო ბინით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ქ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.09წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.