ბს-288-277(კ-10) 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 17 აგვისტოს ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილმა” სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 23 ივნისის ¹102 ბრძანებისა და ¹30-73 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს და მის წარმომადგენელს – გ. ფ-იას ჩაბარდათ 2010 წლის 26 მარტს.
2010 წლის 12 აპრილს ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” წარმომადგენელმა – გ. ფ-იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან შემცირება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” წარმომადგენლის – გ. ფ-იას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი.
აღნიშნული განჩინება კასატორსა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2010 წლის 16 აპრილს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილების დასტურებიდან ირკვევა, რომ კასატორს – ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილს” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 23 აპრილს, ხოლო მის წარმომადგენელ გ. ფ-იას - 2010 წლის 22 აპრილს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაიბარა 2010 წლის 23 აპრილს, ხოლო მისმა წარმომადგენელმა – 23 აპრილს, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა. აღნიშნული წარმოადგენს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდმეწარმე ,,ც. დ-შვილის” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.