ბს-296-285(კ-10) 31 მაისი, 2010წ.
ქ თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების დირექტორმა გ. O-ძემ 2008 წლის 3 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ. საბოლოოდ საქმეში მოპასუხეებად მითითებულ იქნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის სარეგისტრაციო სამსახური, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მუდმივმოქმედი კომისია.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების სარჩელი საჯარო რეესტრის 2007 წლის 9 აგვისტოს თარიღით განორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. მოსარჩელის - საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების სარჩელი. კერძოდ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 13 თებერვლის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 27 ივნისის ¹1-1/1243 ბრძანების ბაღდათის მუიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით შრომის სახლის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის დადებული 2008 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით შრომის სახლის გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობის, 2008 წლის 21 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მე-17 პუნქტის ბათილად ცნობისა და ქ. ბაღდათში, წერეთლის ქ. ¹6-ში მდებარე უძრავი ქონების – 322 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის (შრომის სახლის) მუნიციპალური საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრის 2008 წლის 6 აგვისტოს ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბაღდათში, .... ¹6-ში მდებარე უძრავ ქონებაზე – 322კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ ნაგებობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საკუთრების უფლების დადგენისა და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელე - საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების სარჩელის საჯარო რეესტრის 2007 წლის 9 აგვისტოს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე - საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების სარჩელი საჯარო რეესტრის 2007 წლის 9 აგვისტოს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. დანარჩენ ნაწილში ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, გენრიეტა ორაგველიძეს გადახდილი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფკავშირების საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. გ. O-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელ პროფკავშირების საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.