¹ბს-298-295(2კ-11) 11 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის; სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 22 აპრილს ი/მ “მ. ბ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მესამე პირების – ი/მ “რ. ჩ.-ის”, ი/მ “გ. მ.-ის”, ი/მ “ფ. თ.-ის” და ი/მ “ვ. დ.-ის” მიმართ.
მოსარჩელემ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 აპრილის ¹854 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს – ი/მ “მ. ბ.-ს” აღუდგებოდა მესამე პირის - ი/მ “ფ. თ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-66 ¹001307 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 116 ლარის ოდენობით, მესამე პირის ი/მ “გ. მ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-69 ¹002114 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 369.60 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-69 ¹003623 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 408 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-69 ¹008324 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 88.40 ლარის ოდენობით, მესამე პირის – ი/მ “რ. ჩ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-68 ¹006961 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 1797.40 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-68 ¹008856 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 397.50 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-68 ¹009694 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 396.28 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-68 ¹005329 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 534.40 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-68 ¹005778 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 904.00 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-68 ¹014346 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 434.00 ლარის ოდენობით, მესამე პირის - ი/მ “ვ. დ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სერია აა-66 ¹003416 გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლა 364.00 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრისათვის აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
2010 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ი/მ “რ. ჩ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 აპრილის ¹854 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. ბ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრს დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ი/მ “მ. ბ.-ს” გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღუდგებოდა ი/მ “გ. მ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-69 ¹002114 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 369.60 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-69 ¹003623 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 408 ლარის ოდენობით, ი/მ “ფ. თ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-66 ¹001307 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 116 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს - ი/მ “მ. ბ.-ს” უარი ეთქვა ი/მ “გ. მ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-69 ¹008324 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლის _ 88.40 ლარის და ი/მ “ვ. დ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-66 ¹003416 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლის _ 364.00 ლარის აღგენის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე; მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულ ცენტრს დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ი/მ “მ. ბ.-ს” გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გაუუქმდებოდა ი/მ “გ. მ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-69 ¹002114 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 369.61 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-69 ¹003623 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 408.00 ლარის ოდენობით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-69 ¹008324 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 88.40 ლარის ოდენობით, შესაბამისი საურავის თანხებით; ი/მ “ფ. თ.-ის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-66 ¹001307 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 116 ლარის ოდენობით, შესაბამისი საურავის თანხებით; ი/მ “რ. ჩ.-ის” მიერ გამოწერილი დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების: სერია აა-68 ¹006961 (დღგ-ს თანხით - 1797.40 ლარი), სერია აა-68 ¹008856 (დღგ-ს თანხით – 397.50 ლარი), სერია აა-68 ¹009694 (დღგ-ს თანხით – 396.28 ლარი), სერია აა-68 ¹005329 (დღგ-ს თანხით – 534.40 ლარი), სერია აა-68 ¹005778 (დღგ-ს თანხით – 904.00 ლარი), სერია აა-68 ¹014346 (დღგ-ს თანხით – 434.00 ლარი) საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლები შესაბამისი საურავების თანხებით; ი/მ “ვ. დ.-ის” მიერ გამოწერილი დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია აა-66 ¹003416 საფუძველზე მიღებული დღგ-ს ჩათვლა 364 ლარის ოდენობით, შესაბამისი საურავის თანხებით; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 მარტის ¹259/2/10 გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელის – ი/მ “მ. ბ.-ის” სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, თბილისის რეგიონულმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსაველბის სამსახურმა; სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის; სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის; სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 05.12.05წ. ¹ბს-817-403(კ-კს-05) გადაწყვეტილება).
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის; სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.