¹ბს-301-298 (კ-11) 4 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი/მ «დ. მ.-მ» მოპასუხეების–სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028391, ¹028379 ბრძანებების, ¹001-307, ¹001-297 საგადასახადო მოთხოვნებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 10 დეკემბრის ¹4918 ბრძანების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ი/მ «დ. მ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028391 ბრძანება და ¹001-307 საგადასახადო მოთხოვნა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028379 ბრძანება და ¹001-297 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 10 დეკემბრის ¹4918 ბრძანება და თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ი/მ დ. მ.-ის მიმართ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და ი/მ «დ. მ.-მ».
აპელანტები - სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
A აპელანტი- ი/მ «დ. მ.-ე» სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ «დ. მ.-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028379 ბრძანება, 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹001-297 საგადასახადო მოთხოვნა-1000 ლარის დაჯარიმების და დარიცხვის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 10 დეკემბრის ¹4918 ბრძანება თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028379 ბრძანების, ¹001-307 საგადასახადო მოთხოვნის, ასევე 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028379 ბრძანების, 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹001-297 საგადასახადო მოთხოვნის-1000 ლარის ნაწილში დაჯარიმების თაობაზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 26 ოქტომბრის ¹028391 ბრძანება და ¹001-307 საგადასახადო მოთხოვნა, დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.