ბს-310-299(კ-10) 13 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 20 ნოემბერს შ. ს-ურმა, ი. ს-ურმა, ე. ს-ურმა, გ. გ-შვილმა, ე. ს-ძის მემკვიდრემ - ლ. მ-ინამ, მ. ბ-შვილმა, ა. ლ-ძემ, ო. ლ-ძემ, ხ. ჩ-ძემ, მ. მ-ძემ, ქ. ს-ძემ, ნ. ტ-ევამ-ს-შვილმა, მ. ბ-ძემ, თ. ფ-შვილმა, ა. ო-ძემ, მ. ჩ-იანმა, მ. ა-შვილმა, მ. ბ-ოვმა, ზ. გ-ძემ, ვ. გ-შვილმა, ს. ს-იანმა, ვ. ნ-იანმა, ა. ჩ-იანმა, გ. ჟ-სკიმ, გ. ა-ოვმა, მ. მ-შვილმა, ა. ბ-ურმა, ვ. ჯ-ძემ, ე. მ-ძემ, ზ. ბ-შვილმა, მ. ხ-ძემ, ლ. მ-შვილმა და გ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით, შ. ს-ურის სასარგებლოდ – 412.76 ლარის, ი. ს-ურის სასარგებლოდ – 784.67 ლარის, ე. ს-ურის სასარგებლოდ – 618.3 ლარის, გ. გ-შვილის სასარგებლოდ – 422.39 ლარის, ლ. მ-ინას მემკვიდრის ე. ს-ძის სასარგებლოდ – 1086.92 ლარის, მ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 396.09 ლარის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ – 724.77 ლარის, ო. ლ-ძის სასარგებლოდ – 744.17 ლარის, ხ. ჩ-ძის სასარგებლოდ – 698.07 ლარის, მ. მ-ძის სასარგებლოდ – 663.07 ლარის, ქ. ს-ძის სასარგებლოდ – 540.79 ლარის, ნ. ტ-ევას-ს-შვილის სასარგებლოდ – 479.07 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ – 479.51 ლარის, თ. ფ-შვილის სასარგებლოდ – 629.64 ლარის, ა. ო-ძის სასარგებლოდ – 482.3 ლარის, მ. ჩ-იანის სასარგებლოდ – 518.89 ლარის, მ. ა-შვილის სასარგებლოდ – 535.54 ლარის, მ. ბ-ოვის სასარგებლოდ – 560.97 ლარის, ზ. გ-ძის სასარგებლოდ – 630.72 ლარის, ვ. გ-შვილის სასარგებლოდ – 544.17 ლარის, ს. ს-იანის სასარგებლოდ – 630.55 ლარის, ვ. ნ-იანის სასარგებლოდ – 613.89 ლარის, ა. ჩ-იანის სასარგებლოდ - 607.14 ლარის, გ. ჟ-სკის სასარგებლოდ – 579.72 ლარის, გ. ა-ოვის სასარგებლოდ – 503.11 ლარის, მ. მ-შვილის სასარგებლოდ – 497,53 ლარის, ა. ბ-ურის სასარგებლოდ – 520 ლარის, ვ. ჯ-ძის სასარგებლოდ – 630.6 ლარის, ე. მ-ძის სასარგებლოდ – 625.1 ლარის, ზ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 650.31 ლარის, მ. ხ-ძის სასარგებლოდ – 479.94 ლარის, ლ. მ-შვილის სასარგებლოდ – 248.8 ლარისა და მ. ყ-შვილის მემკვიდრის გ. კ-ძის სასარგებლოდ - 631.59 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ს-ურმა, ი. ს-ურმა, გ. გ-შვილმა და სხვა მოსარჩელეებმა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შ. ს-ურის, ე. ს-ურის, გ. გ-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ურის, ი. ს-ურის და სხვათა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით, შ. ს-ურის სასარგებლოდ – 412.76 ლარის, ი. ს-ურის სასარგებლოდ – 784.67 ლარის, ე. ს-ურის სასარგებლოდ – 618.3 ლარის, გ. გ-შვილის სასარგებლოდ – 422.39 ლარის, ე. ს-ძის მემკვიდრის ლ. მ-ინას სასარგებლოდ – 1086.92 ლარის, მ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 396.09 ლარის, ა. ლ-ძის სასარგებლოდ – 724.77 ლარის, ო. ლ-ძის სასარგებლოდ – 744.17 ლარის, ხ. ჩ-ძის სასარგებლოდ – 698.07 ლარის, მ. მ-ძის სასარგებლოდ – 663.07 ლარის, ქ. ს-ძის სასარგებლოდ – 540.79 ლარის, ნ. ტ-ევას-ს-შვილის სასარგებლოდ – 479.07 ლარის, მ. ბ-ძის სასარგებლოდ – 479.51 ლარის, თ. ფ-შვილის სასარგებლოდ – 629.64 ლარის, ა. ო-ძის სასარგებლოდ – 482.3 ლარის, მ. ჩ-იანის სასარგებლოდ – 518.89 ლარის, მ. ა-შვილის სასარგებლოდ – 535.54 ლარის, მ. ბ-ოვას სასარგებლოდ – 560.97 ლარის, ზ. გ-ძის სასარგებლოდ – 630.72 ლარის, ვ. გ-შვილის სასარგებლოდ – 544.17 ლარის, ს. ს-იანის სასარგებლოდ – 630.55 ლარის, ვ. ნ-იანის სასარგებლოდ – 613.89 ლარის, ა. ჩ-იანის სასარგებლოდ - 607.14 ლარის, გ. ჟ-სკის სასარგებლოდ – 579.72 ლარის, გ. ა-ოვის – 503.11 ლარის, მ. მ-შვილის სასარგებლოდ – 497,53 ლარის, ა. ბ-ურის სასარგებლოდ – 520 ლარის, ვ. ჯ-ძის სასარგებლოდ – 630.6 ლარის, მ. ხ-ძის სასარგებლოდ _ 479.94 ლარის, ე. მ-ძის სასარგებლოდ – 625.1 ლარის, ზ. ბ-შვილის სასარგებლოდ – 650.31 ლარის, ლ. მ-შვილის სასარგებლოდ – 248.8 ლარის, მ. ყ-შვილის მემკვიდრე გ. კ-ძის სასარგებლოდ - 631.59 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ს-ურმა, ი. ს-ურმა, გ. გ-შვილმა და სხვა მოსარჩელეებმაც. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ე. ს-ურის, შ. ს-ურის, გ. გ-შვილის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.