Facebook Twitter

ბს-325-314(კ-10) 11 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ რ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. მ-შვილი

მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 19 დეკემბერს ზ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. ს-ძის მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹54-ში მდებარე 563 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის, ამავე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით 2006 წლის 11 აპრილს გაცემული საკადასტრო რუკისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში მდებარე ¹361 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსხურის მიერ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹54-ში მდებარე 563 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (განცხადების რეგისტრაციის ¹1124/06, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ¹64/10/04/015, თარიღი 11.04.2006) და ამავე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით 2006 წლის 11 აპრილს გაცემული საკადასტრო რუკა (სარეგისტრაციო ¹1124/06, მიწის ნაკვეთის საკადასტრო ¹64/10/04/015, ფართობი 563 კვ.მ.); ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში ¹361 მიწის რეგისტრაციის შესახებ (სარეგისტრაციო ¹64/10/04/361, განცხადების რეგისტრაციის ¹1577/2001, თარიღი 14.12.01).

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე ზ. მ-შვილის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹54-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ (განაცხადის რეგისტრაციის ¹1124/06, თარიღი 11.04.2006) განხორციელებული ჩანაწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში მდებარე ¹64/10/04/361 ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ (განცხადების რეგისტრაციის ¹1123/06, თარიღი 11.04.2006) განხორციელებული ჩანაწერის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹54-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ (განაცხადის რეგისტრაციის ¹1124/6, თარიღი 11.04.2006); ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში მდებარე ¹64/10/04/361 ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ (განცხადების რეგისტრაციის ¹1123/06, თარიღი 11.04.2006).

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დაეთანხმა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითა მათზე.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება რ. ს-ძემ 1999 წლის 12 თებერვალს მიიღო ანდერძით და შესაბამისად, საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერებს საფუძვლად ედო რ. ს-ძის მიმართ, 2006 წლის 11 აპრილს, ნოტარიუსის მიერ გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა თქმოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ბორჯომის რაიონის ნოტარიუსის _ თ. ჩ-შვილის მიერ 1999 წლის 12 თებერვალს დამოწმებული ანდერძი იმ ნაწილში, რომლითაც რ. ს-ძეს ეანდერძა დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹54-ში მდებარე უძრავი ქონება და დაბა ბაკურიანში, ... ქუჩაზე მდებარე ¹361 მიწის ნაკვეთი, ბათილად იყო ცნობილი ახალციხის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 13 მაისის ¹2/60-09 გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის ნოტარიუსის შემცვლელი პირის _ ნ. თ-შვილის 2006 წლის 11 აპრილის სანოტარო აქტით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, გაცემული რ. ს-ძის სახელზე დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹54-ში მდებარე უძრავი ქონებისა და დაბა ბაკურიანში, ... ქუჩაზე მდებარე ¹361 მიწის ნაკვეთის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, ზ. მ-შვილმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში რ. ს-ძის სახელზე, დაბა ბაკურიანში მდებარე ¹64/10/04/361 ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ძემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ს-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით რ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის 2010 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების ოქმი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება დაინიშნა 2010 წლის 11 ნოემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

2010 წლის 8 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილ იქნა ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული (დაზუსტებული) მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:

“ერთი მხრივ, ზ. მ-შვილი (პირადი ¹...) და მეორე მხრივ, რ. ს-ძე (პირადი ¹...), შეთანხმდნენ, რომ სასამართლო წარმოებაში არსებულ დავას, რომელზეც დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასრულებენ მორიგებით, შემდეგ პირობებზე შეთანხმებით:

1. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების მომენტისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ზ. მ-შვილის საკუთრების უფლება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ¹882010795389, თარიღი 20.09.2010, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი ¹64.30.02.243), ხოლო მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 792 კვ.მ-ს;

2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზ. მ-შვილი ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთიდან რ. ს-ძეს საკუთრების უფლებით უთმობს 278 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც განლაგებული იქნება სამხრეთით, ხოლო დანარჩენი 514 კვ.მ., რომელიც განლაგებული იქნება ჩრდილოეთის მხარეს, დარჩება ზ. მ-შვილის საკუთრებაში, რაც ასახულია წინამდებარე მორიგების აქტის თანდართულ ესკიზურ ნახაზზე;

3. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც წინამდებარე მორიგების აქტის თანდართულ ესკიზურ ნახაზზე მოცემულია, როგორც საერთო გზა, ყოველთვის იქნება მათი თანამფლობელობის საგანი, რომლითაც თითოეული მათგანი ისარგებლებს შეუფერხებლად და უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე;

4. რ. ს-ძე აცხადებს, რომ მას წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ზ. მ-შვილის მიმართ არ გააჩნია და არც მომავალში ექნება ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის მოთხოვნა (პრეტენზია), ხოლო ზ. მ-შვილი უარს ამბობს იმ სარჩელზე, რომელიც მან აღძრა 2006 წლის 19 დეკემბერს ბორჯომის რაიონულ სასამართლოში (საქმე ¹3/65) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და რომელიც წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების მომენტისათვის იმყოფება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში (საქმე ¹ბს-325-314(კ-10));

5. წინამდებარე მორიგების აქტს თან ერთვის მიწის ნაკვეთის ესკიზური ნახაზი, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;

6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს მხარეთა მიერ 2010 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების ოქმი”.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მორიგება და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ერთი მხრივ, ზ. მ-შვილის, ხოლო მეორე მხრივ, რ. ს-ძის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო დავის საფუძველზე, რაც ფიზიკურ პირებს შორის დამთავრდა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციული სარჩელის მეშვეობით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობის გამოყენებამ, რაც გამოიხატა მოსარჩელის ნებაში – უარი თქვას სარჩელზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური მოცემულ დავაში მონაწილეობს მოპასუხის სტატუსით, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული ჩანაწერის კანონიერების საკითხი. პროცესის მხარეებს _ ფიზიკურ პირებს შორის შეთანხმების მიღწევით ნიადაგი ეცლება სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებაზე დავის გაგრძელებას. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამომწვევი წინაპირობა, მოგვარებულ იქნა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას. მხარეთა მორიგებისა და სარჩელზე უარის თქმის გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ. ს-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამტკიცდეს ზ. მ-შვილსა და რ. ს-ძეს შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

“ერთი მხრივ, ზ. მ-შვილი (პირადი ¹...) და მეორე მხრივ, რ. ს-ძე (პირადი ¹...), შეთანხმდნენ, რომ სასამართლო წარმოებაში არსებულ დავას, რომელზეც დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასრულებენ მორიგებით, შემდეგ პირობებზე შეთანხმებით:

1.1. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების მომენტისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ზ. მ-შვილის საკუთრების უფლება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ¹882010795389, თარიღი 20.09.2010, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი ¹64.30.02.243), ხოლო მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 792 კვ.მ-ს;

1.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზ. მ-შვილი ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთიდან რ. ს-ძეს საკუთრების უფლებით უთმობს 278 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც განლაგებული იქნება სამხრეთით, ხოლო დანარჩენი 514 კვ.მ., რომელიც განლაგებული იქნება ჩრდილოეთის მხარეს, დარჩება ზ. მ-შვილის საკუთრებაში, რაც ასახულია წინამდებარე მორიგების აქტის თანდართულ ესკიზურ ნახაზზე;

1.3. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც წინამდებარე მორიგების აქტის თანდართულ ესკიზურ ნახაზზე მოცემულია, როგორც საერთო გზა, ყოველთვის იქნება მათი თანამფლობელობის საგანი, რომლითაც თითოეული მათგანი ისარგებლებს შეუფერხებლად და უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე;

1.4. რ. ს-ძე აცხადებს, რომ მას წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ზ. მ-შვილის მიმართ არ გააჩნია და არც მომავალში ექნება ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის მოთხოვნა (პრეტენზია), ხოლო ზ. მ-შვილი უარს ამბობს იმ სარჩელზე, რომელიც მან აღძრა 2006 წლის 19 დეკემბერს ბორჯომის რაიონულ სასამართლოში (საქმე ¹3/65) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და რომელიც წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების მომენტისათვის იმყოფება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში (საქმე ¹ბს-325-314(კ-10));

1.5. წინამდებარე მორიგების აქტს თან ერთვის მიწის ნაკვეთის ესკიზური ნახაზი, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;

1.6. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს მხარეთა მიერ 2010 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული მორიგების ოქმი”.

2. გაუქმდეს ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებები;

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებისა და სარჩელზე უარის თქმის გამო;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. რ. ს-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.