ბს-332-321(კ-10) 28 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს Fშემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
... ასოციაცია “...” 06.08.07.წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 12.06.07.წ. ¹07.04/13943 აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის 26.12.06.წ. ¹002-902 შეტყობინების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის დავალება, ... ასოციაცია “...” დარიცხული თანხის 7961.59 ლარის გაუქმება და და დარიცხული საურავის გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.12.08.წ. გადაწყვეტილებით ... ასოციაცია “...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 12.07.07.წ. ¹07.04/13943 წერილი (ინდივიდუალური ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტი); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 26.12.06.წ. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ¹002-902 შეტყობინემა იმ ნაწილში, რითაც მოსარჩელეს ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება დღგ-ს სახით ძირითადი გადასახადი – 4483,56 ლარი და საურავი – 3415,5 ლარი; საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ხსენებული შეტყობინების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა; მოპასუხეს დაევალა ... ასოციაცია “...” სერია აა-23 ¹002901 და სერია აა-23 ¹002908 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაუქმებული ჩათვლების აღდგენა; გაუქმდა ... ასოციაცია “...” სერია აა-23 ¹002901 და სერია აა-23 ¹002908 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ს ჩათვლის გაუქმების შედეგად აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დარიცხული საურავი სრულად;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09.წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.12.08.წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09.წ.განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.