Facebook Twitter

ბს-334-331(კ-11) 4 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ის, ნ. ჯ-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჟ. მ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ა. ო-მა, ნ. კ-ემ, ვ. მ-ემ, რ. მ-მა, ზ. ჩ-ემ, ა. შ-ემ, ა. პ-ემ, ნ. ჯ-ემ და გ. ს-ემ 2010 წლის 14 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს მიმართ, მესამე პირის სსიპ _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ის, ნ. ჯ-ისა და გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ა. ო-მა, ნ. კ-ემ, ვ. მ-ემ, რ. მ-მა, ზ. ჩ-ემ, ა. შ-ემ, ა. პ-ემ, ნ. ჯ-ემ და გ. ს-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ის, ნ. ჯ-ისა და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ჟ. მ-ემ, მ. კ-ემ, მ. მ-ემ, ა. ო-მა, ნ. კ-ემ, ვ. მ-ემ, რ. მ-მა, ზ. ჩ-ემ, ა. შ-ემ, ა. პ-ემ, ნ. ჯ-ემ და გ. ს-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ის, ნ. ჯ-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ. სუსგ¹ბს-929-891(კ-07) 31.01.2008წ. ).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ის, ნ. ჯ-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ის, ნ. ჯ-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

3. ჟ. მ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 15 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.