ბს-341-330(კ-10) 31 მაისი, 2010წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ. კ-იანმა 2009 წლის 10 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ქ. ბათუმის მერიისა და მესამე პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
ჯ. კ-იანმა, დ. კ-იანმა, ლ. კ-იანმა, მ. კ-იანმა და ი. პ-იამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2009 წლის 21 აგვისტოს მიმართეს დაზუსტებული სარჩელით, რომლითაც ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 5 ივნისის ¹400 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათვე მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიას დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა გაეცა ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ 2008 წლის 24 დეკემბრის ¹კ-7479 წერილში მითითებული ცნობები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მესამე პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიჩნეულ იქნა მოპასუხედ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. კ-იანის, დ. კ-იანის, ი. პ-იას, ლ. კ-იანისა და მ. კ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გაეცა საჯარო ინფორმაცია ქ. ბათუმში, .... ქ. ¹107, ბ.¹22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით დავის არსებობის ან არარსებობის შესახებ, ასევე დასახელებული უძრავი ქონების დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობის ან არმდებარეობის შესახებ. დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 5 ივნისის ¹400 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიას დაევალა მოსარჩელეთა მიერ სრულყოფილი (ქ. ბათუმში, ... ¹107, ბ.¹22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით დავის არსებობის ან არარსებობის შესახებ, ასევე დასახელებული უძრავი ქონების დახურული სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობის ან არმდებარეობის შესახებ) მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ არსებითად განეხილა საქმე და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ... ¹107, ბ.¹22-ში მდებარე უძრავ ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. ბათუმის მერიის დავალდებულებაზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში ... ქ. ¹107, ბ.¹22-ში მდებარე უძრავ ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ქ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით აპელანტების – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.