ბს-345-342 (კ-11) 1 ივნისი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელემ _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-მა 02.02.09 წ. სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ნ. ხ-ელის, ნ. ქ-ავას მიმართ, რომლითაც ნ. ხ-ლის სახელზე გაცემული ¹95 საკუთრების მოწმობის, ნ. ქ-ავას სახელზე გაცემული ¹100 საკუთრების მოწმობის, 06.05.08 წ. ¹53 მშენებლობის ნებართვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 06.05.08 წ. ¹107 ბრძანებისა და ქალაქგეგმარებითი პირობების დადგენის შესახებ 17.04.08 წ. ¹79 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ბმა “...”-ს საკადასტრო ნახაზის შეთანხმების დავალება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.02.09 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.02.09 წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა “...”-მა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 31.03.09 წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.02.09 წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.09.10 წ. გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.10 წ. განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.09.10 წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.129.10 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. ფ-იას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “...”-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ. ფ-იას (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.