Facebook Twitter

¹ბს-346-343(კ-11) 6 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ფ.-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 ოქტომბერს ა. გ.-მა სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ლ. ფ.-სა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მარტვილის რაიონის ს. ვ.-ში გ. ფ.-ს სახელზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების შესახებ არსებული რეგისტრაციის გაუქმებას ¹... და ¹....

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეში თანამოსარჩელედ ჩაერთო ნ. ფ.-ა.

2010 წლის 22 დეკემბერს ა. გ.-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს და ასევე მოითხოვა გ. ფ.-ს სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე, შემდგომში ლ. ფ.-ს საკუთრების შესახებ არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერების ¹... და ¹... გაუქმება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება მოახდინოს მარტვილის რაიონის სოფელ ...-ში არსებული სადავო ქონების ა. გ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ.-ისა და ნ. ფ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში მარტვილის რაიონის სოფელ ...-ში გ. ფ.-ს სახელზე არსებული რეგისტრაცია (¹... და ...); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში გაუქმდა ლ. ფ.-ს სახელზე რეგისტრირებული ქონების 3/4-ზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერები (... და ¹...); დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო ქონების 6566,749 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ¾3/4-ზე ა. გ.-ის საკუთრების უფელბის რეგისტრაცია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ.-მა და ნ. ფ.-მ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. გ.-ისა და ნ. ფ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. გ.-ისა და ნ. ფ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში მარტვილის რაიონის სოფელ ...-ში ლ. ფ.-ს სახელზე რეგისტრირებული ქონების 1/4-ზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (¹... და ¹....) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო ქონების 6566,749 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე 1/4-ზე ა. გ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ლ. ფ.-ს საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად ლ. ფ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2011 წლის 16 მარტს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორ ლ. ფ.-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 16 მარტს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 28 მარტის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.