Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-353-350(2კ-11) 7 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა კ. კ-ძის, ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, კ. ბ-შვილის, დ. ნ-შვილის, ა. ძ-ძის, ზ. ლ-ავას, გ. ლ-შვილისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

2010 წლის 3 აგვისტოს კ. კ-ძემ, ზ. ფ-ანმა, დ. ჯ-ძემ, კ. ბ-შვილმა, დ. ნ-შვილმა, ა. ძ-ძემ, ზ. ლ-ავამ, გ. ლ-შვილმა და ლ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მათ სასარგებლოდ 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების, კერძოდ, კ. კ-ძის სასარგებლოდ 1037.41 ლარის (ხელზე მისაღები 912.92 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 3711.92 ლარის, ზ. ფ-ანის სასარგებლოდ 2034.41 ლარის (ხელზე მისაღები 1790.28 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 6830.83 ლარის, დ. ჯ-ძის სასარგებლოდ 2058.41 ლარის (ხელზე მისაღები 1811.40 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 6784.30 ლარის, კ. ბ-შვილის სასარგებლოდ 2187.19 ლარის (ხელზე მისაღები 1924.72 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 7357.72 ლარის, დ. ნ-შვილის სასარგებლოდ 1614.20 ლარის (ხელზე მისაღები 1420.50 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 5174.50 ლარის, ა. ძ-ძის სასარგებლოდ 289.98 ლარის (ხელზე მისაღები 255.20 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 907.20 ლარის, ზ. ლ-ავას სასარგებლოდ 1566.97 ლარის (ხელზე მისაღები 1378.91 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 4944.71 ლარის, გ. ლ-შვილის სასარგებლოდ 145.70 ლარის (ხელზე მისაღები 128.21 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის - საერთო ჯამში 357.51 ლარის, ლ. ს-ძის სასარგებლოდ 2434.94 ლარის (ხელზე მისაღები 2142.74 ლარი) და თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის – საერთო ჯამში 6164.14 ლარის ოდენობით თანხის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ძის, ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, კ. ბ-შვილის, დ. ნ-შვილის, ა. ძ-ძის, ზ. ლ-ავას, გ. ლ-შვილისა და ლ. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურს კ. კ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 837.24 ლარის, ზ. ფ-ანის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 837.24 ლარის და 1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის - 293.04 ლარის, დ. ჯ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 807.32 ლარის, 1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის - 324.72 ლარის და 2003 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 36.08 ლარის, კ. ბ-შვილის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 929.44 ლარის, 1999-2000 წლების ხელზე მისაღები ხელფასის - 324.72 ლარის, დ. ნ-შვილის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 29.92 ლარის, 1999 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 299.20 ლარის, 2000 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 302.00 ლარის, 2003 წლის ხელზე მისაღების ხელფასის _ 36.08 ლარის, ა. ძ-ძის სასარგებლოდ 1999-200 წლების ხელზე მისაღები ხელფასის _ 255.20 ლარის, ზ. ლ-ავას სასარგებლოდ 1999 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 442.21 ლარის, 2000 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 846.35 ლარის, 2003 წლის ხელზე მისაღები ხელფასის - 38.43 ლარის, გ. ლ-შვილის სასარგებლოდ 2003 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 75.68 ლარის, ლ. ს-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 476.89 ლარის, 1999 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 273.37 ლარის, 2000 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 300.85 ლარის, 2003 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 370.92 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისრა; მოსარჩელეებს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. კ-ძემ, ზ. ფ-ანმა, დ. ჯ-ძემ, კ. ბ-შვილმა, დ. ნ-შვილმა, ა. ძ-ძემ, ზ. ლ-ავამ, გ. ლ-შვილმა და ლ. ს-ძემ. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ძის, ა. ძ-ძის, ზ. ლ-ავასა და გ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, კ. ბ-შვილის, დ. ნ-შვილისა და ლ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის, რომლითაც ზ. ფ-ანს, დ. ჯ-ძეს, კ. ბ-შვილს, დ. ნ-შვილსა და ლ. ს-ძეს უარი ეთქვათ 1999-2000 წლების ულუფის ანაზღაურებაზე, შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, კ. ბ-შვილის, დ. ნ-შვილისა და ლ. ს-ძის სარჩელი 1999-2000 წლების ულუფის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურს ზ. ფ-ანის სასარგებლოდ 1999-2000 წლების ულუფის – 519.20 ლარის, დ. ჯ-ძის სასარგებლოდ 1999-2000 წლების ულუფის – 519.20 ლარის, კ. ბ-შვილის სასარგებლოდ 1999-2000 წლების ულუფის – 519.20 ლარის, დ. ნ-შვილის სასარგებლოდ 1999-2000 წლების ულუფის – 519.20 ლარის, ლ. ს-ძის სასარგებლოდ 1999-2000 წლების ულუფის – 571.12 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაეკისრა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, კ. ბ-შვილის, დ. ნ-შვილისა და ლ. ს-ძის სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. კ-ძემ, ზ. ფ-ანმა, დ. ჯ-ძემ, კ. ბ-შვილმა, დ. ნ-შვილმა, ა. ძ-ძემ, ზ. ლ-ავამ, გ. ლ-შვილმა და ლ. ს-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-ე_78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამასთანავე, ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე _ 78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორებს – ზ. ფ-ანს, დ. ჯ-ძეს, დ. ნ-შვილს, ზ. ლ-ავას, გ. ლ-შვილსა და ლ. ს-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდება კანონით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ფ-ანს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 18 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 60), დ. ჯ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 14 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 57), დ. ნ-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 17 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 52), ზ. ლ-ავას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 17 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 51), გ. ლ-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 21 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 61), ლ. ს-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 13 იანვარს (ტ. II, ს.ფ. 50). ამდენად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა კასატორებისათვის მათთის კანონით დადგენილი წესით განჩინების ჩაბარების მომენტიდან დაიწყო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ზ. ფ-ანისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, 2011 წლის 18 თებერვალს (პარასკევს), დ. ჯ-ძისათვის 2011 წლის 14 თებერვალს (ორშაბათს), დ. ნ-შვილისათვის 2011 წლის 17 თებერვალს (ხუთშაბათს), ზ. ლ-ავასათვის 2011 წლის 17 თებერვალს (ხუთშაბათს), გ. ლ-შვილისათვის 2011 წლის 21 თებერვალს (ორშაბათს), ხოლო ლ. ს-ძისათვის 2011 წლის 14 თებერვალს (ორშაბათს) ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. საკასაციო საჩივარი კი კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2011 წლის 25 თებერვალს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ანმა, დ. ჯ-ძემ, დ. ნ-შვილმა, ზ. ლ-ავამ, გ. ლ-შვილმა და ლ. ს-ძემ დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი მათ ნაწილში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს კ. კ-ძის, ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, კ. ბ-შვილის, დ. ნ-შვილის, ა. ძ-ძის, ზ. ლ-ავას, გ. ლ-შვილისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივარი ზ. ფ-ანის, დ. ჯ-ძის, დ. ნ-შვილის, ზ. ლ-ავას, გ. ლ-შვილისა და ლ. ს-ძის ნაწილში;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.