¹ბს-361-358(2კ-11) 18 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 20 მაისს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი/მ «ს. მ.-მა» მოპასუხეების–საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის (გორის რეგიონალური ცენტრის) მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 26 იანვრის ¹707 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 1 მარტის ¹16-10/6300 და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
Gგორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი/მ «ს. მ.-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 26 იანვრის ¹707-ე ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 1 მარტის ¹16-10/6300 და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება; ინდ.მეწარმე ს. მ.-ს გორის საგადასახადო ინსპექციის 2010 წლის 26 იანვრის ¹707 ბრძანების სრულად ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა კანონმდებლობის საფუძველზე, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, დაედგინა, ინდ.მეწარმე ს. მ.-ის საგადასახადო დავალიანების ფარგლები იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებდა დავალიანების ძირითად თანხას, გათვალისწინებული და შეფასებამიცემული ყოფილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გადამხდელისათვის წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა და საინკასო დავალება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (გორის საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის (გორის რეგიონალური ცენტრის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გორის რეგიონალურმა ცენტრმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. განჩინება საქმე ბს-1025-998 (კ-10)).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრებს უარი ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.