Facebook Twitter

ბს-372-360(კ-10) 31 მაისი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ-ძის, ს. გ-ძის, გ. გ-შვილის, ც. ბ-ენის, კ. გ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ც. გ-ძის წარმომადგენლის თ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. კ-იამ 2009 წლის 20 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 2008 წლის 3 ნოემბრის ¹27/10/5 წერილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2008 წლის 23 დეკემბრის ¹1406 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებოდა განეხორციელებინა ხელშემშლელი ღონისძიების აღკვეთა გ. კ-იას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე.

2009 წლის 13 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხე მხარე და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მე-3 განყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ დ. გ-ძე, ს. გ-ძე, გ. გ-შვილი, ც. ბ-ენი და კ. გ-ძე. ამავე სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ა. გ-შვილი, თ. გ-შვილი და ც. გ-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 2008 წლის 3 ნოემბრის ¹27/10/5 წერილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის 2008 წლის 23 დეკემბრის ¹1406 ბრძანება; საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას დაევალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ გაფრთხილების გამოცემა გ. კ-იას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... კორპუსი ¹..., ბინა ¹... ხელმყოფ პირთა _ დ. გ-ძის, ს. გ-ძის, გ. გ-შვილის, ც. ბ-ენის, კ. გ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ც. გ-ძის, ხელშეშლის ნებაყოფლობით შეწყვეტის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ძემ, ს. გ-ძემ, გ. გ-შვილმა, ც. ბ-ენმა, კ. გ-ძემ, ა. გ-შვილმა, თ. გ-შვილმა და ც. გ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ძის, ს. გ-ძის, გ. გ-შვილის, ც. ბ-ენის, კ. გ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ც. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ძემ, ს. გ-ძემ, გ. გ-შვილმა, ც. ბ-ენმა, კ. გ-ძემ, ა. გ-შვილმა, თ. გ-შვილმა და ც. გ-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ძის, ს. გ-ძის, გ. გ-შვილის, ც. ბ-ენის, კ. გ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ც. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. გ-ძის, ს. გ-ძის, გ. გ-შვილის, ც. ბ-ენის, კ. გ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ც. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დ. გ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ძის, ს. გ-ძის, გ. გ-შვილის, ც. ბ-ენის, კ. გ-ძის, ა. გ-შვილის, თ. გ-შვილისა და ც. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. დ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.