Facebook Twitter
ბს-383-371(3კ-10) 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. თბილისის ¹70-ე საჯარო სკოლამ 17.08.07.წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის Yთბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ საართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 06.08.07.წ. ¹05-04/8234 ქ. თბილისის ¹70-ე საჯარო სკოლის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 29.05.07.წ. ¹16-01-10/7573 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ქ. თბილისის ¹ 70 საჯარო სკოლის 20.02.07.წ. შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის განხილვის დავალება. მოსარჩელე ქ. თბილისის ¹70-ე საჯარო სკოლამ 20.02.08.წ. დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახასახადო დავების განხილვის საბჭო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო მესამე პირად საქართველოს ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისი რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექია)
თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.06.09.წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ¹ 70 საჯარო სკოლის სარჩელი, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და მესამე პირის – საქართელოს ფინანსთა სამნისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ¹70 საჯარო სკოლამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.10.წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ¹70 საჯარო სკოლის დირექტორის გ. უ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.09.წ გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საჯარო სამართლის იურიდიული პირის ¹70 საჯარო სკოლის დირექტორის გ. უ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 20.06.07.წ. ¹16-01-10/7573 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს 06.08.07.წ. ¹05-04/8234 გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.10.წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახად ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.10.წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.09.10.წ. განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 08.04.10.წ. განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახად ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.