Facebook Twitter

ბს-384-372(კ-10) 25 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – ა. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენელი _ ო. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, ბ. ბ-ძე (ა. ბ-ძის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინება

დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 27 ივლისს ო. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში მცხოვრებ ა. ბ-ძის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ა. ბ-ძეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობისა და აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ერვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობას.

2008 წლის 25 აგვისტოს ა. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქედის რაიონის სოფელ ... მცხოვრებ ო. ბ-ძეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობისა და აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმე ა. ბ-ძის სარჩელისა გამო ო. ბ-ძის მიმართ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღირების კომისიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციული აქტისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე გაერთიანდა ადმინისტრაციულ საქმესთან ერთად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით ა. ბ-ძის სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყ. ბ-ძესა და ა. ბ-ძეზე უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ყ. ბ-ძესა და ა. ბ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი ყ. ბ-ძესა და ა. ბ-ძეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერები განხორციელებული შესაბამისად ყ. ბ-ძესა და ა. ბ-ძეზე საკუთრების უფლების მოწმობებით; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა – ო. ბ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც ა. ბ-ძის სახელზე გაცემულ იქნა ¹3216 საკუთრების უფლების მოწმობა; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული ¹3116 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 26 დეკემბერს გაცემული ¹3216 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერების გაუქმებას და იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც ა. ბ-ძის მოთხოვნა 2007 წლის 23 ოქტომბერს შედგენილი ანდერძის ბათლად ცნობის ნაწილში ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით ო. ბ-ძის სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის – ა. ბ-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ა. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის – ო. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა – ო. ბ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ძის კანონიერი წარმომადგენლის ო. ბ-ძის საკასაციო საჩივარი.

2010 წლის 25 მაისს კასატორ ა. ბ-ძის წარმომადგენელმა ო. ბ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კასატორ – ა. ბ-ძის წარმომადგენლის ო. ბ-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ა. ბ-ძეს წარმომადგენლის ო. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა – ა. ბ-ძის წარმომადგენელმა ო. ბ-ძემ უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე და განმარტავს, რომ მითითებულ პუნქტს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.

ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს ა. ბ-ძის წარმომადგენლის ო. ბ-ძის განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.

აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ძის წარმომადგენლის ო. ბ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ა. ბ-ძის წარმომადგენლის ო. ბ-ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივაზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება საკასაციო წესით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.