ბს-385-382(კ-11) 25 მაისი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
01.02.10 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა _ გ. შ-ემ, მ. კ-ემ, რ. მ-მა, მ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ე. ჩ-ემ, ც. შ-ემ, ა. გ-ამ, ე. ნ-მა, დ. გ-მა, გ. მ-ემ, პ. ს-ემ, ი. ყ-მა, ც. ხ-ემ, მოპასუხეების _ მ. ფ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 29.10.09 წ. ¹882009340764-03 და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.01.10 წ ¹298673 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. შ-ემ, ნ. ბ-ემ, ე. ჩ-ემ, პ. ს-ემ და ც. შ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.10 წ გადაწყვეტილების შეცვლით გ. შ-ის, ნ. ბ-ის, ე. ჩ-ის, პ. ს-ის, ც. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. შ-ის, ნ. ბ-ის, ე. ჩ-ის, პ. ს-ის და ც. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 29.10.09 წ. ¹882009340764-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.01.10 წ. ¹298673 გადაწყვეტილება. მ. ფ-ს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრათ 150 ლარის სოლიდარულად გადახდა გ. შ-ის, ნ. ბ-ის, ე. ჩ-ის, პ. ს-ის და ც. შ-ის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.11 წ. დამატებითი გადაწყვეტილებით მ. ფ-ს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრათ 100 ლარის სოლიდარულად გადახდა გ. შ-ის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10 წ. გადაწყვეტილება და 21.01.11 წ. დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრა მ. ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, მ. ფ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 29.03.11წ. წარმოდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელთა მიღებისა და შეფასების შესაძლებლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე თ. ბ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.10 წ. გადაწყვეტილებასა და 21.01.11 წ. დამატებით გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ. ბ-ს (საიდენტიფიკაციო ¹01002017432) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.